ხევსურეთის სოფელ როშკაში ინტერნეტი ჩაირთო
სოფელ როშკას მაღალხარისხიანი ინტერნეტი უკვე მიეწოდება – ფშავ-ხევსურეთსა დაგუდამაყარში სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში ხეობაშიგანხორციელებული სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმანათია თურნავამ დაათვალიერა და როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხევსურეთში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფორწმუნებული შალვა კერესელიძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე იმყოფებოდნენ.ფშავისხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტისფარგლებში მიმდინარე ეტაპზე ინტერნეტით უკვე დაფარულია უკანა ფშავის სოფლები თხილიანა, შუაფხო, მუქო, ხოშარა, მათურა, ვაკის სოფელი, ახადი, ჭიჩო, უდილაურთა .უახლოეს მომავალში დაიფარება სოფლები ელიაგზა, ჩალათხევი, გოგოლაურთა,ზარისჭალა. მიმდინარეობს არხოტის ხეობის (არხოტის უღელტეხილი – ზეთუკის მთა)დაფარვის სამუშაოები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოსმცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიურიჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და მიიღოტექნიკური და ფინანსური დახმარება 25000 აშშ დოლარის ოდენობით ფშავისხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტისგანხორციელებაში. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან,მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებულიასიგნებებიდან, გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხმებითანხა დაიფარება სხვადასხვა დონორების საშუალებით.
პროექტში ჩართულია 10მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორის ჩეხეთის საელჩოსაქართველოში, ვეონი საქართველო (ბილაინი საქართველო), დუშეთისმუნიციპალიტეტი, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს “დიგიტალ ტექნოლოგი” („ქემბიუმნეთვორქს ჯეორჯია“), შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“.
პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“,რომელსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში ეხმარება საქართველოს მცირე დასაშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA).
მსგავსი პროექტი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციოოპერატორების ასოციაციის“ მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების(ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, რომლის შედეგადთუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელისმართვას უზრუნველყოფს ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი“