მარიამ ქვრივიშვილი რუმინელ და ყაზახ ჟურნალისტებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და კომპანია „რომპეტროლის“ ორგანიზებით რუმინეთიდან და ყაზახეთიდან საქართველოს ჟურნალისტთა ათკაციანი ჯგუფი ეწვია.

პრეს-ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა და“რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორიზამანბეკ მირზაიანოვიშეხვდნენ.

რუმინელი და ყაზახი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისის ისტორიულ უბნებს დაათვალიერებენ,  ესტუმრებიან კახეთს, სადაც მედიის წარმომადგენლებისთვის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად, ამ შემთხვევაში „რომპეტროლთან“ ერთად ვმასპინძლოვთ წამყვან რუმინელ და ყაზახ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს. მათ ვაჩვენებთ, თუ როგორი ლამაზია ჩვენი ქვეყანა და რამხელა ტურისტული პოტენციალი გააჩნია საქართველოს, როგორც ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ყაზახეთში ასევე რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და უმნიშვნელოვანესია, რომ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული მიმართულება.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილიმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *