ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამაირთა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO)ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD)ფარგლებში, ფერმერებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა. ღონისძიებას ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი და  სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნული ატაშე, ჯორჯ დეჰუ დაესწრო.

FAO-ს ექსპერტმა, ალან პინედამ სიმინდის წარმოებაში სოფლის მეურნეობის კონსერვაციული მეთოდების გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა და მონაწილეებს სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიწის დამუშავების ისეთი მეთოდები აჩვენა, რომლებიც  პროდუქტიულობის ზრდისკენ არისმიმართული და, ამავდროულად, ამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და სასათბურე გაზების ემისიას. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სიმინდის, ტკბილი სიმინდისა და ბადრიჯნის სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომლებიც საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და კლიმატგონივრული სოფლი მეურნეობის მეთოდების გათვალისწინებით FAO-ს ექსპერტებმა მასპინძელ ფერმერებთან ერთად მოაწყვეს. FAO-ს ექსპერტებმა და ფერმერებმა სტუმრებს ნაკვეთების მოწყობისას მიღებული გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. საუბარი შეეხო მიწის დამუშავების, ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამებს.

კალიფორნიიდან მოწვეულმა აგრონომმა, კარლ ბანონმა, მცენარეთამავნეორგანიზმებისინტეგრირებულიმართვის(IPM) იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მავნებლებთან საბრძოლველად იყენებენ. მსჯელობა შეეხო იმ მავნებელს, რომელიც უკანასკნელ ხანებში, კახეთში სიმინდის ნარგავებს გაუჩნდა. ბანონმა, მათთან საბრძოლველად მწერების საჭერი ხაფანგებიც წარმოადგინა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი საველე ვიზიტისას მოწმე გავხდი საკმაოდ შთამბეჭდავი და პრაქტიკული შედეგებისა, რომლებსაცFAO-მ და ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიაღწიეს. ეს თანამშრომლობა უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს და ხელს უწყობს ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად ხდება ქართველი ფერმერებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზისა და ცოდნის გაზიარება. ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას, რათა საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ჯორჯ დეჰუმ.

ფერმერთა საველე დღეები, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ტარდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს კარტოფილის, ბადრიჯნის, ხორბლის, სიმინდის, კიტრისა და ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.

ევროკავშირისაქართველოშისოფლისგანვითარებასმხარსუჭერს ENPARD პროგრამისმეშვეობით. სოფლადსიღარიბისშემცირებისმიზნით, ENPARD-ისპროგრამა  2013 წლიდანხორციელდება. პროგრამისბიუჯეტი  179.5 მილიონევროსშეადგენს. ENPARD-ისპირველიფაზაფოკუსირებულიიყოსოფლისმეურნეობისპოტენციალისგანვითარებაზე, ხოლომეორედამესამეეტაპებზეფოკუსისოფლისმოსახლეობისთვისეკონომიკურიშესაძლებლობებისშექმნაზეკეთდება (რაცარამხოლოდსასოფლო-სამეურნეოაქტივობებსმოიცავს).  ENPARD-ისშესახებდამატებითიინფორმაციაიხილეთსაიტზე: www.enpard.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *