ვახტანგ გომელაური საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბაურჟან მუხამეჯანოვმა გამართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან.
ყაზახმა დიპლომატმა მიულოცა ვ. გომელაურს შსს-ს ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა ყაზახეთსა და საქართველოს შორის სამართალდამცავ სფეროში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს გამოცდილების შესწავლას შსს-ს სისტემის რეფორმირების პროცესში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *