22-23 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“

   2019 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ჩატარდება. ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორისორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებიგანიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. მიმდინარე წელს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისადა უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 22 ოქტომბერს 10:00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასმისასალმებელი სიტყვით გაიხსნება. ფორუმის ფარგლებში პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თემაზე გაიმართება: · მაღალი დონის დიალოგი ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები · მომგებიანი ვაჭრობა · ენერგეტიკის ხვალინდელი დღე – განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადგობა · ინოვაციებით გამოწვეული ზრდა – აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად · სატრანსპორტო კავშირები – ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა · საქართველოს განვითარება – მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა (1-ლისესია) · აბრეშუმის გზა: ახალი შესაძლებლობები ქვეყნებს შორის ინვესტიციებისთვის (მე-2 სესია) მთავარი პანელების გარდა, ორი დღის განმავლობაში ასევე გაიმართება პარალელური ღონისძიებებიც. პანელებს მოდერაციას გაუწევენ მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები: ნურიელ რუბინი – ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი, აარონ ჰესლჰარსტი – BBC World News-ის წამყვანი, კონსტანტინტ კოტზიასი – „ბლუმბერგ ევროპის“ დირექტორი, რობ მაკკერგოუ – PwC-ის ხელოვნური ინტელექტის დირექტორი, ჯულიეტ ფოსტერი – Magnus Communications-ის დამფუძნებელი, ისკანდერ აბდულაევი – Carec Institute-ის დირექტორის მოადგილე. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს.

22-23 ოქტომბერს თბილისი რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს

22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს.ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მიზნად ისახავს სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.წელს ,,აბრეშუმის გზის ფორუმი" 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები თუ სხვა.•••On October 22-23, Tbilisi will host the 3rd annual event of "Tbilisi Silk Road Forum" with the partnership of Georgian government.The forum is an important opportunity to strengthen economic, political and cultural connections between Asia and Europe as it aims to create a discussion platform, where the countries along the silk road, international organisations and the representatives of the private sector will discuss the possibilities of strengthening and intensifying the collaboration.This year’s forum is expected to host about 2,000 participants from 60 different countries. Main challenges – the global economy, increasing role of artificial intelligence (AI), transport, trade, energy, investment opportunities, etc.#tbilisisrf2019#trade #connectivity #transport #energy #AI

Posted by თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი Tbilisi Silk Road Forum on ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2019

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *