ნათია თურნავა ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბულგარეთის ტრანსპორტის, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხებში სამომავლო თანამშრომლობა, როგორიცაა საბორნე და ფიდერული სერვისების განვითარება ბულგარეთს, რუმინეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის, კორიდორის დიგიტალიზაცია, ენერგეტიკული საკითხები და სხვა.

ამასთან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით  ტარდება.

ფორუმში მონაწილეობენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,    აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 400-მდე B2B შეხვედრა გაიმართება.

ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *