ნათია თურნავა ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრს იამა იარის შეხვდა. 

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ლაპის ლაზულის დერეფნის ფარგლებში სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობა იყო. 

ამასთან, ხაზი გაესვა, რომ საავტომობილო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ავღანეთთან საავტომობილო მიმართულების შეთანხმებაზე. 

„ლაპის ლაზული” ავღანეთიდან ევროპაში, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით სატრანსპორტო კორიდორის გახსნას გულისხმობს.

ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა. ფორუმმა მუშაობა დღეს დაასრულა და მასში მონაწილეობა 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *