700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 700-მდე დევნილ ოჯახისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

🔹 ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. წლის ბოლოს საკუთარი ბინა კიდევ 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება.

🔹 სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აგრძელებს კურსს, რომელიც არჩეული აქვს. კერძოდ – კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას. მისი თქმით, ეს იყო და მომავალშიც იქნება ხელისუფლების პრიორიტეტი.

🔹 აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

🔹 იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა.

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

🏠 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 700-მდე დევნილ ოჯახისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.🔹 ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. წლის ბოლოს საკუთარი ბინა კიდევ 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება.🔹 სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აგრძელებს კურსს, რომელიც არჩეული აქვს. კერძოდ – კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას. მისი თქმით, ეს იყო და მომავალშიც იქნება ხელისუფლების პრიორიტეტი.🔹 აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.🔹 იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა.______________________დეტალურად – http://smr.gov.ge/NewsDetails.aspx?ID=1717

Posted by შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *