ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შალვა რადიანის სახელობის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში უძველესი “კალანდობის” დღესასწაული გაიმართა

ჩიჩილაკის არაჩვეულებრივი ტრადიცია, სწორედ გურიიდან გავრცელდა მთელ საქართველოში, წელს ის ორბელიანების სასახლეშიც დაიდგა.
შეკრებილ მოსახლეობასთან გავაჟღერე ინიციატივა, რომ ჩვენი ჩიჩილაკი და გურული “კალანდობა” შევიდეს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში.
მივმართავ კულტურულლი მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომ ჩიჩილაკის და “კალანდობის” დღესასწაული მომზადდეს იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში წარსადგენად.
გილოცავთ კალანდობას!

მუზეუმი, სადაც დღევანდელი ღონისძიება გაიმართა1985 წლის 20 ოქტომბერს აკდემიკოს შალვა რადიანის (შეწირულის) სახლში დაარსდა. შენობა წარმოადგენს ძველებურ ოდა-სახლს ჩუქურთმებიანი მოაჯირით, რადიანის მუზეუმის ბაზაზე კი, 2009 წელს ეთნოგრაფიული
მუზეუმი დაფუძნდა, მუზეუმში წარმოდგენილია გურული კარ-მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამხადი სახლი, ბეღელი, ნალია, ოდა-სახლი, ექსპონატებად კი წარმოდგენილია გურიისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ყოფითი კულტურის ამსახველი მასალა: საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები: ჯინჯალა, ჩეჩო, კერია, კეცი, ფილი, სპილენძის თუნგი, კარდალა, ხის გოზი, ხის ჯამები, აკვანი, საჩეჩელი, ორშიმო, გოდორი, კალათი, სკამ-ლოგიწა, შუაცეცხლზე ჩამოსაკიდი ჯაჭვი, კოპე, ორკოპე, ხის მაგიდა სამფეხა სკამები, ჩამური და სხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *