საქართველო პირველ ადგილზეაVisa-ს სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გადახდების თვალსაზრისით
საქართველო მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს შიდა ოპერაციებში უკონტაქტო გადახდების წილის თვალსაზრისით,მას მოსდევენ ავსტრალია, ჩეხეთი, უნგრეთი და კვიპროსი
Visa-მ განაცხადა, რომ საქართველო მოწინავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით. დღეს საქართველოში უკონტაქტო პენეტრაცია შიდა გადახდების95%-ს შეადგენს.
მრავალი წელია საქართველო მოწინავე და ცენტრალურ ადგილს იკავებს გადახდის ინოვაციური მეთოდების დანერგვისა და გამოყენების თვალსაზრისით.Visa აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელმა გაუმჯობესებული მომსახურება მიიღოს სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების დანერგვის მეშვეობით. ქართველმა მომხმარებელმა სწრაფად აითვისა უკონტაქტოგადახდის უპირატესობები, 10 ოპერაციიდან 9 გადახდა ხორციელდება უკონტაქტო ბარათისა და ციფრული საფულეების მეშვეობით.
“Visa-ს გუნდი ვამაყობთ, რომ საქართველომ კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო გადახდის ახალი მეთოდებისდანერგვის თვალსაზრისით, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა CISSEE რეგიონში 2009 წელს, რომელმაც განახორციელა უკონტაქტო გადახდა აფთიაქში. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ Apple Pay.
საქართველოს მიერ მსოფლიოში პირველი ადგილის დაკავება უკონტაქტო გადახდების წილის თვალსაზრისით დიდი წარმატებაა, რომელსაც ყველა ჩვენს პარტნიორფინანსურ დაწესებულებასადა ბაზრის მოთამაშესთანვიზიარებთ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს Visa-ს ნდობისა და ქართველი მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებისთვის. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ინოვაციური გადახდების გადაწყვეტილებები და ჩვენს პარტნიორებსა და Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე დახვეწილი და უსაფრთხო გადახდის ინსტრუმენტები და გამოცდილება შევთავაზოთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ლიდერობა უკონტაქტო გადახდების სფეროში და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს.” – განაცხადაVisa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში კრისტინა დოროშმა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში უკონტაქტო გადახდების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეტაპები საქართველოში:
- 2009 წელი – ლიბერთი ბანკთან ერთად Visa-მ განახორციელა პირველი უკონტაქტო ოპერაცია დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (CISSEE);
- 2013 წელი-საქართველოს ბანკთან ერთად Visa-მ დანერგა უკონტაქტო გადახდები მაკდონალდსის რესტორნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- 2013 წელი-თიბისი ბანკმა დაიწყოუკონტაქტო POS-ტერმინალების ფართომასშტაბიანი განთავსება და გამოუშვაVisa-ს უკონტაქტო ბარათების დიზაინისა და სტიკერების სერია. მოგვიანებით, თიბისი ბანკმა ეს მიღწევებიგაამყარაVisa-ს პირველი უკონტაქტო მობილური POS (mPOS) გადაწყვეტილების დანერგვით;
- 2015 წელი – ვითიბი ბანკმა აამოქმედაHost Card Emulation(HCE) ტექნოლოგია, რამაც შესაძლებელი გახადა გადახდა ნებისმიერ უკონტაქტო POS ტერმინალზე მობილური ტელეფონის დადების მეშვეობით;
- 2016 წელი – საქართველოს ბანკთან ერთადVisa-მ დანერგაVisa-სტოკენის სერვისები (Token Services),რევოლუციური ინოვაციების დასაჩქარებლად ელექტრონული ვაჭრობისა და მობილური გადახდების სფეროში;
- 2019 წელი–საქართველო გახდა პირველი ქვეყანა კავკასიის რეგიონში, სადაც დაინერგა Apple Pay.