ივანე მაჭავარიანი: პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი  გაეზრდებათ, – ამ სიახლის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მან მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხადა კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი სამსახურისთვის.

„მინდა იცოდეთ, რომ თქვენს შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის,“- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დაგეგმილია საბაჟოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

ივანე მაჭავარიანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც ბოლო წლები არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *