გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშში დადებითად შეფასდა

ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.


ანგარიშში განხილულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისიტროს მიერ როგორც პოლიტიკური, ისე ინსტიტუციონალური კუთხით განხორციელებული რეფორმები.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დადებითად შეფასდა სამინისტროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც დარგის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს.


„ანგარიშში საუბარია ისეთ დადებით შედეგებზე, როგორებიცაა ჰაერის პორტალის შექმნა, გარემოსდაცვითი მიმართულებით პოლიტიკის არსებობა, მათ შორის, ტყის კოდექსი, რომელიც სამინისტროში შემუშავდა, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტშია გადაგზავნილი; აკვაკულტურისა და მეთევზეობის მიმართულებით გაუმჯობესებული კანონმდებლობა, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სტრატეგიასა და ფიტოსანიტარიის კუთხით სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც 2020 წელს დამტკიცდება. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ ნარჩენების მართვის მიმართულებით, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვისთვის გადადგა.


ანგარიშში ხაზგასმულია ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა, მათ შორის, ENPARD-ის და EU4Evironment მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ევროპულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების და გარემოსდაცვითი კუთხით პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *