ნათია თურნავა – კომპანიას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს, საქმიანობის უფლება მიეცემა
ნათია თურნავა – კომპანიას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს, საქმიანობის უფლება მიეცემა
„ყველა ბიზნესის საქმიანობა, რომელიც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხოებას, შემდგომში იქნება დასაშვები. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნეთ, რომ მათი საქმიანობა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო – ეს არის ჩვენი პრიორიტეტი,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც საკანონმდებლო მაცნეს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთულია საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“. მასში განისაზღვრა იმ კომპანიების ჩამონათვალი და ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.
რაც შეეხება სხვა ბიზნეს საქმიანობას, რომლებიც შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს მოსახლეობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე.