ნათია თურნავა – „“ფონდი ქართუ“, როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით დგას

ნათია თურნავა – „“ფონდი ქართუ“, როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით დგას, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის გვერდით

„“ფონდი ქართუ“, როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით დგას, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის გვერდით, ყველაფერში, როდესაც გლობალური კრიზისული ვითარება გვიდგება წინ. ეს იყო თბილისის წყალდიდობის დროს, სხვა მრავალი აუცილებელი პროექტის შესრულების დროს და ახლაც, როგორც ყოველთვის, ფონდი მზადყოფნას გამოხატავს, რომ გვერდში დაგვიდგეს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ჯერჯერობით ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ვმუშაობთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა დონორთან, რომელმაც დახმარების სურვილი გამოხატა და მთლიანობაში, ამ პაკეტში გადაწყდება დამატებითი დახმარების საჭიროება. მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ფონდ ქართუს, რომელიც ყოველთვის დგას ქართველი ერის გვერდით,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

***ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს  პირბადეების დეფიციტი
„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემდეგი კვირიდან ადგილობრივი წარმოების პირბადეები, სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდეს ჩვეულებრივ გაყიდვაში. იქიდან გამომდინარე, რომ  ეს არის სახელმწიფო, მე ვიტყოდი, სახალხო პროექტი, პირბადეების ფასი იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება რაოდენობას, პირველ ეტაპზე, შეიძლება სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, რადგან დამოკიდებული ვართ ნედლეულის მოწოდებაზე, რაც არ არის მარტივი საქმე, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გვქონდეს ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი, მითუმეტეს, რომ საქართველოში იკერება პირბადეები არამხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მინისტრის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე რამდენი მსხვილი და წვრილი სამკერვალო კომპანიაა ჩართული პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამაში, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო.  „ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მეტ-ნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, რადგან დოლბანდი, რომელსაც ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში, ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესებული. თუმცა, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით უკვე უზრუნველყოფილია ნედლეულის მეტ-ნაკლებად სტაბილური მიწოდება“ – აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, პირბადეების გარდა, სახელმწიფოს  თანადგომით საქართველოში ასევე იწარმოება სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო, დამხმარე საშუალებებიც „დღეს ვგეგმავ ვიზიტს ერთ-ერთ ქართულ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით აფართოებს სამედიცინო ხალათებისა და დამცავი სკაფანდრების კერვას, რა მისაბაძი მაგალითია და ყველა ასეთ წარმოებას დავეხმარებით“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *