„სტარტაპ-საქართველოს“ დაფინანსებით შექმნილი საწარმოს „დოქტორ გუდსის“სამედიცინო ტექსტილის პროდუქცია ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა

საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველოს“ დაფინანსებით შექმნილი საწარმოს  „დოქტორ გუდსის“სამედიცინო ტექსტილის პროდუქცია ეკონომიკის მინისტრმა  დაათვალიერა

საქართველოს ეკონომიკისადამდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ საქართველოს“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის„DR.GOODS“-ის საწარმო დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო მის საქმიანობას.  ვითარებიდან გამომდინარე, საწარმოს პერსონალი სრულად ითვალისწინებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას და თავის საქმიანობას მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლას უთმობს.

„ ეს საწარმო გაიხსნა საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველოს“ დაფინანსებით და საქართველოში ერთადერთია, რომელიც  აწარმოებს სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისთვის  საჭირო ტექსტილს, ეს ყველაფერი კი არის ის ნაწარმი , რომელიც ესოდენ ესაჭიროება დღეს საქართველოს, ქართულ ბიზნეს და იმ ადამიანებს , რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები“-  აღნიშნა ნათია თურნავამ.

 კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში პირველია, რომელმაც დაიწყოსამედიცინო ტექსტილის წარმოება და მომხმარებელს  სტერილური და არასტერილური პროდუქტი შესთავაზა.

 საწარმო  სამედიცინო სექტორს აქამდე რამდენიმე  პროდუქტით უზრუნველჰყოფდა.  მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად  საქართველოში მზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელმაც  ამ მიმართულებით დაიწყო წარმოება, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე საწარმოს წარმადობა გაიზარდა და უფრო მრავალფეროვანიც გახდა.

კომპანიამ პირველ ეტაპზე 15 ადამიანი დაასაქმა, თუმცა დღეს საწარმოში 70 ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

„სტარტაპ-საქართველოს “  ინვესტიცია პროექტში100 000 ლარს შეადგენს.

„საპარტნიორო ფონდისა და „სტარტაპ-საქართველოს“მიერ დაფინანსებული სტარტაპი-„დოქტორ გუდსი’-ერთადერთი საწარმოა საქართველოში , რომელიც  ასეთ  რთულ და კრიტიკულ პერიოდში აწარმოებს სამედიცინო ხალათებს და თავდაცვით კომბინიზონებს და აწვდის ბაზარს“- აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 106გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის,86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *