ყაზახეთი მეზობელ ქვეყნებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს

ჰუმანიტარული დახმარება არის მსოფლიო თანამეგობრობის წევრების ურთიერთდახმარების გაწევის, ყველასათვის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა. დღეს გლობალური პანდემიის CОVID-19 პირობებში ბევრი ქვეყანა გასცემს სხვადასხვა სახის დახმარებას, შესაძლებლობების გაზრდის მიზნით აღნიშნულ თანამედროვე გამოწვევასთან ბრძოლაში.  ყაზახეთი, აქტიურად ღებულობს აღნიშნულში მონაწილეობას.

მეზობელი ქვეყნებისთვის, ეკონომიკური დახმარების გაწევის მიზნით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მიიღო გადაწყვეტილება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თაობაზე, ყაზახური ფქვილის სახით, თითოეული ქვეყნისთვის 5 ათასი ტონის  ოდენობით, 3 მილიონზე მეტი აშშ დოლარის საერთო ღირებულებით.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალური მომართვების შედეგად მოსახლეობისთვის საკვები პრდუქტების შეუფერხებელი მიწოდებისთვის. 

ყაზახეთის პრეზიდენტთან, კ. ტოკაევთან სატელეფონო საუბრის დროს, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა მადლობა გადაუხადა, ყველასთვის მძიმე დროს ტაჯიკი ხალხის მხარდაჭერისთვის და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის. მან ასევე მადლიერება გამოთქვა ტაჯიკეთის მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაციისადა ყაზახეთის ტერიტორიის გავლით ტვირთების სატრანზიტო გადაზიდვაში შუამდგომლობისთვის.

ასევე, ყაზახეთისა და ყირგიზთის საგარეო საქმეთა მინისტრების, მუხტარ ტლეუბერდისა და ჩინგიზ აიდარებკოვის სატელეფონო საუბრისას ყირგიზეთის მხარემ გულწრფელი მადლობა გადაუხადა ყაზახეთს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თაობაზე გადაყვწეტილებისთვის.

უახლოს პერიოდში აღნიშნული ტვირთები მიეწოდებათ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს დანიშნულების ადგილზე.

ყაზახეთი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, გლობალური პანდემიის პირობებში არ რჩება გვერდზე და განაგრძობს საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაწევას პარტნიორი ქვეყნებისათვის. ამგვარად, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ყაზახეთმა, ერთ-ერთმა პირველმა გაუწია პატნიორული მხარდაჭერაCОVID-19 ეპიდემიის პიკში მყოფ ჩინეთს და განახორციელა რამოდენიმე მიწოდება სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის სახით.

მთლიანობაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გასული წლების განმავლობაში ყაზახეთი აგზავნიდა სხვადასხვა სახის დახმარება სანტიგუასა და ბარბუდაში, ავღანეთში, ბანგლადეშში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, მონღოლეთში, მიანმარში, პაკისტანში, სერბეთში, სირიაში, თურქეთში, იაპონიაში დ ააშ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *