EBRD გეგმავს 21 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას კორონავირუსთან გამკლავებისთვის 2021 წლის განმავლობაში

EBRD–მაწამოიწყო საგანგებო დახმარების პროგრამა ინფრასტრუქტურის მიმწოდებლებისათვის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების უზრუნველყოფის მიზნითკორონავირუსის პანდემიის წნეხის მიუხედავად.

EBRD–ის ინიციატივა, რომელიც Covid-19–ის საპასუხო სრული სოლიდარობის პაკეტის ნაწილია, ყურადღებას გაამახვილებს როგორც მომსახურების დაუყოვნებელ მიწოდებაზე, ასევე,ბანკის ფუნქციონირების რეგიონებში მწვანე, მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით პროგრესის შენარჩუნებაზე.

Covid‐19-ის კრიზისმა სერიოზული გავლენა მოახდინა ინფრასტრუქტურულ სექტორებზე EBRD-ის ფუნქციონირების ქვეყნებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდანცენტრალურ აზიამდე,ახლო აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე.

პროვაიდერები, შემოსავლების მკვეთრი ვარდნის გამო, უპრეცედენტო ფინანსურსირთულეებს განიცდიან.ისინი რისკავენ საკმარისი საბრუნავი კაპიტალის არქონასიმისათვის, რომ შეინარჩუნონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და ფუნქციონირება, მაშინ როდესაც ეს ყველაზე საჭიროა.

ამავე დროს, საბიუჯეტო რესურსების გადატანა ინფრასტრუქტურული ინვესტიციებიდან გადაუდებელ, კოროვირუსთან დაკავშირებულ სერვისებზე, რისკის ქვეშ აყენებს მომსახურებების მდგრადობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და საფრთხეს უქმნის მწვანე, მდგრად ინფრასტრუქტურაზე გადასვლას, რაც ყველა ეკონომიკისთვის ფუნდამენტურ გამოწვევად რჩება.

VISP-ის ინიციატივა მოიცავსდაფინანსების სამ ინსტრუმენტს:

  • საბრუნავიკაპიტალის ხაზებიმუნიციპალიტეტებისა დაკომუნალურიმომსახურებისთვის.

EBRD ამ საკრედიტო ხაზებს ადგილობრივი ბანკების მეშვეობით გასცემს, რათა მხარი დაუჭიროს ინფრასტრუქტურული მომსახურებების და/ან ინფრასტრუქტურის ინვესტირების პროგრამების უწყვეტობას.

  • სტაბილიზაციის საშუალებები ძირითადიინფრასტრუქტურისმიმწოდებლებისთვის.

ესიქნებაპირდაპირისესხებიძირითადიმომსახურებებისმიმწოდებლებისთვის, რათა Covid‐19-ის გამოშემოსავლების დროებითი დანაკარგის შემდეგ, უზრუნველყოფილი იყოს ლიკვიდურობასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონემომსახურებებისადაინფრასტრუქტურისმიწოდებისდაცვისმიზნით.

  • ინვესტიციისდაფინანსებასაჯაროსექტორისკლიენტებისთვის.EBRD დააფინანსებს საჯარო სექტორისკლიენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კაპიტალური დანახარჯების მხარდასაჭერად, რომელსაც სხვაგვარად COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა ემუქრება.

ფინანსურ დახმარებასთან ერთად, EBRD უზრუნველყოფს პოლიტიკის მხარდაჭერას რეგიონებში მიმდინარე რეფორმების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისთვის,ნახშირბადის დაბალ შემცველობაზე გადასვლის იმპულსის შენარჩუნებისა და სექტორში კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის.

ნანდიტა ფარშადმა (EBRD-ის მმართველი დირექტორი, მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფი) განაცხადა:„ეს არის პასუხი ჩვენი ქვეყნების, ქალაქებისა და მათი მოქალაქეების საჭიროებებზე, რომ შევინარჩუნოთ განათება, რომ სუფთა წყალი მოედინებოდეს, რომ ნარჩენები შეგროვდეს და დამუშავდეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს.ამ საზოგადოებების მხარდასაჭერად,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აუცილებელი სერვისების სტაბილური მიწოდების შენარჩუნება ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს, მაგრამ, ასევე, იმისუზრუნველყოფა, რომ როდესაც აღდგენა მოხდება, ის იქნება მწვანე და მდგრადი და მას წარმართავს კერძო მეწარმეობა“.

მატიარომანიმ(EBRD-ისმმართველიდირექტორი, ეკონომიკა, პოლიტიკადამმართველობა)დასძინა: „უპრეცედენტო კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენსინფრასტრუქტურის სექტორზე, ბანკი შეიმუშავებს ახალ გზებს ჩვენი ქვეყნებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მიმწოდებლების დასახმარებლად,მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური პროდუქტების კომბინაციის მეშვეობით, ასევე, მთავრობებისათვის კონსულტაციების უზრუნველყოფით, საპასუხო ეკონომიკური პოლიტიკისიმგვარად ჩამოყალიბების მიზნით, რომ ხელი შეეწყოს კერძო სექტორის უნარს, იყოს ზრდის მამოძრავებელი ძალა, თავიდან აიცილოს ღირებულების განადგურება და დაიცვას ეფექტურად მოქმედი ბაზრები“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *