Visa-ს საქველმოქმედო ფონდი გამოყოფს გრანტს COVID-19-თან საბრძოლ ველად ცენტრალურ ევროპაში (მათ შორის, საქართველოში), ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში
Visa-ს საქველმოქმედო ფონდი გამოყოფს გრანტს COVID-19-თან საბრძოლ ველად ცენტრალურ ევროპაში (მათ შორის, საქართველოში), ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
ფონდი დააფინანსებს წითელი ჯვრის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს
თბილისი, 2020 წლის 22 მაისი – Visa-ს საქველმოქმედო ფონდმა დღეს განაცხადა, რომ წითელჯვარს 1,6 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება. გრანტის მიზანია, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში წითელი ჯვრის მიერ განხორციელებულიCOVID-19-თან საბრძოლველადმიმართული პროგრამების მხარდაჭერა. წითელი ჯვარი პანდემიისწინა ხაზზეა და კრიტიკულად მნიშვნელოვან მომსახურებას უწევს მოწყვლად ჯგუფებსსაზოგადოებრივი ჯანდაცვის, კატასტროფებზე რეაგირებისა და დახმარების სერვისების საშუალებით.
აღნიშნული გრანტი Visa-ს საქველმოქმედო ფონდის მიერ მანამდე გამოცხადებული 210 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გლობალური დახმარების ვალდებულების ნაწილია. ამ თანხიდან 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილია COVID-19-ის დაძლევის მხარდასაჭერად, არსებულიპირველადისაჭიროებებისთვის, რაცმსოფლიოს მასშტაბით მომუშავე ორგანიზაციებს აქვთ. დანარჩენი 200 მილიონი აშშ დოლარი მცირე და მიკრო ბიზნესების გრძელვადიანი საჭიროებების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებულიმომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, მხოლოდ წითელი ჯვრის პროგრამების მხარდასაჭერად COVID-19-ის წინააღმდეგ Visa-ს ფონდი 4,3 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
„COVID-19-ის პანდემიის შედეგად მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოაქციასაზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა ძირითადი სერვისების მიმწოდებლები,“ – აღნიშნა ენდრიუ ტორემ, Visa-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში (CEMEA),-„ჩვენ უაღრესად მადლობელნივართ ყველა ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაუღალავი შრომისთვის და მოხარულნი ვართ, რომ Visa-ს ფონდის გრანტები მხარს დაუჭერს წითელი ჯვრის ძალისხმევას.“
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონშიCOVID-19-მა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ჯგუფებს, რომელთა უმეტესობა ისედაც განიცდიდა სიღარიბეს, დაუცველობას, კონფლიქტების ან კლიმატური ცვლილების შედეგებს. წითელი ჯვრისთვის გამოყოფილი გრანტი მიზნად ისახავს საჭირო დახმარების გაწევას რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდების გასაგრძელებლად.
„ჩვენ მადლობელნი ვართ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები მიმართავენ მთელს მსოფლიოშიCOVID-19-ის პანდემიით დაზარალებული საზოგადოებების დასახმარებლად“, – აღნიშნა გრეჰემ მაკმილანმა, Visa-ს ფონდის პრეზიდენტმა, -„Visa-ს ფონდი მოხარულია შესთავაზოს გრანტები ორგანიზაციებს, მათი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისიის შესრულების მხარდასაჭერად,ამ რთულ და სახიფათო პერიოდში“.
მომავალი 5-წლიანი პროგრამა, რომელიც 200 მილიონი აშშ დოლარის მოიცავს
ხელს შეუწყობს მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებას, აქცენტს გააკეთებსქალთა ეკონომიკურ წინსვლაზე, რადგან ორივემიმართულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა COVID-19პანდემიით გამოწვეული შედეგების გრძელვადიანი ეკონომიკური აღმოფხვრისთვის.მოცემული ვალდებულება გულისხმობს Visa-ს ფონდის მიერ მცირე და მიკრო ბიზნესისთვის გაწეული გრძელვადიანი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოებას. ფონდის საგრანტო და საინვესტიციო სტრატეგიის შესახებდამატებით ინფორმაციას უახლოესი თვეების განმავლობაში გაგიზიარებთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
- Visa-ს ფონდის COVID-19-ის რეგიონული გრანტის მიმღებები: https://usa.visa.com/visa-everywhere/blog/bdp/2020/05/11/the-visa-foundation-1589219590276.html
- Visa Inc. COVID-19პანდემიაზერეაგირება: https://usa.visa.com/visa-everywhere/blog/bdp/2020/04/03/visa-is-committed-1585927227688.html
- მცირე და მიკრო ბიზნესებისა და COVID-19-ზე უშუალო რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციებისთვის Visa-ს ფონდის მიერ დაკისრებული 210 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის ვალდებულება: https://usa.visa.com/about-visa/newsroom/press-releases.releaseId.17066.html
Visa-ს ფონდის შესახებ
Visa-ს ფონდი მხარს უჭერსინკლუზიურ ეკონომიკებს, სადაც ინდივიდებსა დაბიზნესებს განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშუალება ეძლევათ. გრანტების გამოყოფის და ინვესტირების გზით, ფონდიუპირატესობასანიჭებს იმ მიკრო და მცირე ბიზნესებისმდგრადობასა და განვითარებას,რომელთაგანაცსარგებლის მიღების საშუალება აქვთ ქალებს. ფონდი ასევე მხარს უჭერს უფრო ფართო საზოგადოების საჭიროებებსა და კატასტროფებზე რეაგირებას კრიზისულ პერიოდებში.Visa-ს ფონდირეგისტრირებულია აშშ-ში, 501(c)3 კატეგორიის ორგანიზაციის ფორმით. დამატებითიინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://usa.visa.com/about-visa/philanthropy/visa-foundation.html.