ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული საქართველოში
ყრუ-უსინათლო პირთა კლუბები, რომლებიც შეიქმნა 2018 წელს ფონდ HumanDoc-ისა და პოლონური დახმარების მხარდაჭერით, მუშაობენ საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა აღრიცხვისა და მათი მხარდაჭერის კუთხით. კლუბები საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში – ფუნქციონირებს.
22-იდან 28 ივნისის ჩათვლით,საქართველოში უკვე მეორედ, ჩვენ აღვნიშნავთ ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეულს, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყრუ-უსინათლო თემის ცნობადობის ზრდისა და მათი საჭიროებების წინ წამოწევისათვის.
კვირეულის დასაწყისი და დასასრული ემთხვევა ჰელენ კელერის, ცნობილი ყრუ-უსინათლო მწერლისა და სამოქალაქო აქტივისტის, დაბადებისა (1880 წლის 27 ივნისი) და გარდაცვალების (1968 წლის 1-ლი ივნისი)თარიღებს. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ჰელენ კელერი იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყრუ-უსინათლო ადამიანს შეუძლია იყოს სრულად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სრულიად დატკბეს მისით. სწორედ მისმა შემართებამ გააძლიერა ყრუ-უსინათლოთა თემი ებრძოლათ თავიანთი უფლებებისთვის. მისი ძლიერი პიროვნულობა და სიმტკიცე დაეხმარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უმცირეს ჯგუფს, გაეცნობიერებინათ საკუთარი შესაძლებლობები და საჭიროებები.
ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას გავაცნოთ ორმაგი –სმენისა და მხედველობის სენსორული დარღვევის – მქონე პირთა გამოწვევები და თავად ყრუ-უსინათლო პირები, რომელთა რაოდენობა საქართველოში, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, არის,სულ მცირე, 700.
ყრუ-უსინათლო პირი? ვინ არის? როგორ დავახასიათოთ ეს ადამიანი?
სიტყვა „უსინათლოს“ გაგონებისას, ჩვენ თეთრი ხელჯოხისა და ბრაილის შრიფტის ასოციაცია გვიჩნდება. როცა ვამბობთ „ყრუს“, ვგულისხმობთ ადამიანს, რომელიც ქართულ ჟესტურ ენას ან კოხლეარულ იმპლანტს იყენებს.
მაგრამ ვინ არის კონკრეტულად ყრუ-უსინათლო პირი? ეს ცნება ხშირად გამოცანად რჩება. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან ვერ ხედავდნენ და არ ესმოდათ. ასევე ისეთები, რომლებიც იყვნენ „მხოლოდ“ ყრუ/ სმენადაქვეითებულები ან „მხოლოდ“ უსინათლოები/მცირემხედველები და მოგვიანებით დაკარგეს მეორე შეგრძნება. ზოგიერთები ვერაფერს ხედავენ და ცოტა ესმით, ზოგიერთებმა შეინარჩუნეს მხედველობა, მაგრამ არ ესმით. არიან ისეთებიც, რომლებიც ცუდად ხედავენ და ცუდად ესმით. არსებობს, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სხვადასხვა მიზეზები და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციები. საბოლოოდ, მათ ყველას აერთიანებს ის, რომ ყოველდღიურად აწყდებიან ერთდროულად სმენისა და მხედველობის დაზიანებით გამოწვეულ შედეგებს. ზოგიერთი მათგანი პროფესიულად და სოციალურად აქტიურია. ზრდიან ბავშვებს, არიან რეალიზებულნი და მატერიალურადაც –დამოუკიდებელნი. სხვები ცხოვრობენ საკუთარ ოჯახებთან ან ხანდაზმულთა საცხოვრებლებში, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გარეთ გასვლა და სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა ყოველდღიური ან ნებისმიერი სახის საქმიანობის შესრულებისას.
ყრუ-უსინათლო პირის ცხოვრება განსხვავდება „მხოლოდ“ ყრუ ან „მხოლოდ“ უსინათლო პირის ცხოვრებისაგან, რადგან აქვთ მეტი შეზღუდვა და მათი კომპენსირების ნაკლები შესაძლებლობა. ბევრ სიტუაციაში, უსინათლო ადამიანმა მხედველობა შესაძლოა ჩაანაცვლოს სმენით და, პირიქით, ყრუ ადამიანი, რომელსაც არ მიეწოდება სმენითი სტიმულები, ეყრდნობა იმას, რასაც ხედავს. ყრუ-უსინათლო ადამიანს, რომელსაც ორივე შეგრძნება დარღვეული აქვს, არ აქვს ამის შესაძლებლობა და მან უნდა ისწავლოს, დაეყრდნოს იმას, რაც შემორჩა. დაბრკოლებები კომუნიკაციაში, დამოუკიდებლად გადაადგილებასა და ინფორმაციასთან წვდომისას – ის სფეროებია, რომელთაც ყველაზე მეტად აზარალებს ორივე შეგრძნების დაქვეითება.
როზა – ფილოლოგიისდოქტორი, მკვლევარიდა 100-ზე მეტიმონოგრაფიისავტორია. მისშრომებსსაქართველოშიბევრიიცნობსდაწარმატებითიყენებენთავიანთმუშაობაში. ქალბატონროზასშვილიშვილისტრაგიკულიგარდაცვალებისშემდეგგაუუარესდადათითქმისდაკარგამხედველობა, აქვსთვალისკუნთებისმეასთენიადათვალებისგაორება. გაუარესებულიაქვსსმენაც. თუმცაიგიკვლავვერისვენებს, ეძებსგზებს, რათადაწყებულისაქმისგაგრძელებაშეძლოს. მიუხედავადიმისა, რომთვალებსვეღარახელს, მაინცაგრძელებსთავისინაფიქრისფურცელზეგადმოტანას. და, იმისგარდაც, რომჯანმრთელობისსაერთოგაუარესებააქვს, ახალიწიგნისგამოცემისთვისგზებსახლაცეძებს.
გურამი – დაიბადა 1954 წელს, ქალაქ ზუგდიდში.დაბადებიდანსმენადაქვეითებულია. გურამი მხატვრობითააგატაცებული. დამთავრებული აქვსსამხატვროპროფესიულიაკადემია. პარალელურადაქტიურად იყო დაკავებული სპორტით, კერძოდ, ფეხბურთით. მოგვიანებით, შაქრიანი დიაბეტის შედეგად, დაუქვეითდა მხედველობა, თუმცა, ორმაგმა სენსორულმა დარღვევამ ვერ შეცვალა მისი ცხოვრების აქტიური წესი. უყვარს მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. მისი მოწოდება ადამიანების მხარდაჭერაა და ამას, მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, მაინც ახერხებს. მისთვის სასურველი და საინტერესო საქმიანობების განხორციელებისას, გურამს თარჯიმან-მეგზურის აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.
როგორ ვიურთიერთოთ?
ყრუ-უსინათლო პირთა გარემოში კომუნიკაციის არაერთ ფორმას შეხვდებით და ამაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში კომუნიკაციის განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ.
- იმ ადამიანთათვის, რომლებიც დაბადებიდან ან ადრეული ბავშვობიდან ყრუ/სმენადაქვეითებულები არიან, კომუნიკაციის ფორმასჟესტური ენა და თითების ანბანი წარმოადგენს. მათ, მცირემხედველობის პირობებში, შეუძლიათ ჟესტების ვიზუალურად წაკითხვა ან თითების ანბანის შეხებით შეგრძნება.
- უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები, რომლებსაც საშუალო ხარისხის სმენის დაქვეითება აქვთ, როგორც წესი, ზეპირი მეტყველებით ურთიერთობენ და ამასთან, ხშირად იყენებენ სმენის დამხმარე მოწყობილობებს. იმ შემთხვევაში, თუ მეტყველება უკვე აღარ ესმით, შეუძლიათ ბრაილის გამოყენება.
- კომუნიკაციის უნივერსალური მეთოდი ყველა ყრუ-უსინათლო ადამიანისთვის, რომელთაც სიტყვების წერა შეუძლიათ, არის ლორმი – ტაქტილური ანბანი, რომელიც ავსტრიელი იერონიმუს ლორმის მიერ შეიქმნა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში. ლორმის ანბანი შედგებახაზებისა და წერტილებისგან, რომლებიც სიმბოლურად ანბანის სხვადასხვა ასოს გამოხატავს და დაიტანება ხელის გულზე.
ეს საინტერესოა –„თარჯიმან-მეგზური“
ის, თუ როგორ გადაადგილდება ყრუ-უსინათლო პირი სახლს გარეთ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მხედველობისა და სმენის ერთდროული სერიოზული დაზიანება ზღუდავს მის შესაძლებლობას – დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს სივრცეში.
განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არიან სრულიად ყრუ-უსინათლო პირები. ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში მათ ხშირად ესაჭიროებათ თარჯიმან-მეგზურის დახმარება. ეს უკანასკნელი გახლავთ სპეციალურად გაწვრთნილი პროფესიონალი, რომელიც ფლობს კომუნიკაციის მრავალფეროვან მეთოდებსა და ყრუ-უსინათლო პირთან ერთად უსაფრთხოდ გადაადგილების ტექნიკებს. თარჯიმან-მეგზურის ვალია, იყოს ყრუ-უსინათლო პირის „ყური და თვალი.“
თავად ხართ ყრუ-უსინათლო პირი?
იცნობ ვინმეს, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება?
დაგვიკავშირდით!
ყრუ-სინათლო პირთა კლუბები საქართველოში:https://www.facebook.com/GeoLorm
ქართული ლორმის ანბანი :https://youtu.be/_6S95EmyogU
ყრუ უსინათლო პირთა მხარდაჭერის კლუბები: https://youtu.be/ORt8uutF1RU