ყაზახეთში პნევმონიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

ჩინეთის ზოგიერთ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაზახეთში აღნიშნულია უცნობი პნევმონიის შემთხვევები, რომელიც უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე კორონავირუსი. ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმო-მ პნევმონიის აღრიცხვისათვის შემოიღო საერთაშორისო კლასიფიკაციაში ავადობების – „ICD“ 10 კოდი, როდესაც კოვიდ-19 დიაგნოსტირებულია კლინიკურად ან ეპიდემიოლოგიურად, მაგალითად, დაზიანებული ფილტვების “ყინვაგამძლე შუშის” სიმპტომი, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. ყახაზეთი, ამასთან დაკავშირებით, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, აწარმოებს ამ ტიპის პნევმონიის აღრიცხვას და მონიტორინგს, რაც საშუალებას აძლევს დროულად მიიღოს მმართველური გადაწყვეტილებები, მიმართული კორონავირუსის ინფექციის გავრცელების და ავადობის სტაბილიზაციისკენ. 9 ივლისს ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ა.ცოიმ ბრიფინგზე ისაუბრა ქვეყანაში პნევმონიის რაოდენობაზე მთლიანობაში: ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული წარმოშობის – მათ შორის „ICD“-10 კალსიფიკაციის თანახმად „დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ვირუსული პნევმონიები”. ამრიგად, ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს იმას, რომ ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სინამდვილეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *