შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა

გურიაში, შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა სახეობებით და ბიომრავალფეროვნებით უნიკალურია და გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხეა განთავსებული. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გასაშენებლად შესრულდა მასშტაბური და არაორდინალური სამუშაოები.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ, ქვეყნისთვის და რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური საქველმოქმედო პროექტია, რომელიც საქართველოს და განსაკუთრებით კი გურიას, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *