„ღვინის კომპანიამ შუმი“ ჟურნალისტებისთვის პრეს ტური მოაწყო
18 ივლისს, წინანდალში, „ღვინის კომპანია შუმის“ ტურისტულ ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიზანია ტურისტული კომპლექსის სიახლეების გაცნობა. ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით „ღვინის კომპანია შუმი“ მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას და სერვისებს შესთავაზებს.
მედიის წარმომადგენლები ნაფარეულში დაათვალიერეს შუმის ბიო და ბიოდინამიურ ვენახს, შეხვდნენ გიორგი ალადაშვილს -კომპანიის მთ. კონსულტანტი მევენახეობის დარგში. ესტუმრენ„ღვინის კომპანია შუმის“ ტურისტულ კომპლექსს, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური მდებარეობით. 9 ჰექტარზე გაშენებული ტურისტული კომპლექსი ისტორიულ ადგილას მდებარეობს დაალექსანდე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. ჟურნალისტები ვიზიტის დროს დაათვალიერებენ: საკოლექციო ვენახს, სადაც ვაზის 900-ზე მეტი ჯიშია დაცული,მათ შორის გადაშენების პირას მყოფირამდენიმე ათეული ქართული ვაზის ჯიში, ეთნოგრაფიულ სახლს, ვაზის და ღვინის მუზეუმს, რომლის უძველესი ექსპონატები 6000 წლით თარიღდება, ღვინის მარანს და ენოთეკას.
ტურისტულ კომპლექსში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი სკულპტორების ნამუშევრები როგორიცაა: მერაბ მერაბიშვილი, ზურაბ წერეთელი, გია ჯაფარიძე, გელა დურუჯელი, გია ხიზანიშვილი და სხვა.
ამავე ტერიტორიაზეა ღვინის მაღაზია, „ღვინის კომპანია შუმის“პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, სადაც წარმოდგენილია ქართული ტრადიციული და კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები და სხვა ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის ისეთი უნიკალური სასმელები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ -ლაზარე, შობილი, ზიგუ, გენეზისიდა სხვა….
შუმის ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ მომსახურებებს, როგორიცაა: შემეცნებითი ტური, სხვადასხვა სადეგუსტაციო პაკეტები, კულინარიული მასტერკლასები – ქართული პურის და ხაჭაპურის ცხობა, ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება და სხვა… აქტივობებს შორისაა, მონაწილეობის მიღება რთველში და საკუთარი ხელით დაკრეფილი ყურძნისქვევრშიჩაწურვა.
ღვინის კომპანია „შუმი“ 1997 წელს დაარსდა, 2001 წელს დასრულდა ღვინის ქარხნის მშენებლობა და საკუთარი ვენახიდან პირველი მოსავლის მიღება.კომპანიის სახელწოდება „შუმი“ ძველქართულად საუკეთესო ღვინოს ნიშნავს. იგი ერთ-ერთიპირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2005 წელსსაერთაშორისო სერტიფიკატის DIN EN ISO 9001:2000 და HACCP, 2012 წელს კი ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და პროდუქტთა უსაფრთხოების ISO 22000 და HACCP მფლობელი გახდა.
კომპანია 2004 წლიდან აწარმოებს ბიოღვინოს, რომელიც სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„ღვინის კომპანია შუმი“ მსოფლიოს 29 ქვეყანაში ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს, დაჯილდოებულია 270-ზემეტი უმაღლესი ხარისხის მედლით. კომპანიას აქვს ღვინის ფართო ასორტიმენტი, ყურძნისეული წარმოშობის მაგარი ალკოჰოლური და მათ შორის ექსკლუზიური სასმელები.
შუმი საქართველოში პირველი ღვინის კომპანიაა, რომელიც წარდგენილია ბიოდინამიკური ვენახის დემეტერის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებაზე.
2020 წელს კომპანიამახალგაზრდა კადრების გაზრდის მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის ბაზაზე „შუმის ღვინის სკოლა SWS” დაარსა. სკოლის შექმნის მიზანსმევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციების გაზიარება, სიახლეების გაცნობა და დარგის სხვადასხვა ინოვაციური მიმართულებების პოპულარიზაცია წარმოადგენს და ფერმერებს (მევენახეები, მცირე და ოჯახური მარნები) თუ დარგით დაინტერესებულ პირებს თემატურ ლექცია-სემინარებს სთავაზობს. COVID 19-ით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სკოლა მიმდინარე წელს მსმენელებს სემინარებს უფასოდ სთავაზობს.