სარფში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვებპუნქტზე გამოკვლეულ 129 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. PCR ტექნოლოგიითკვლევა, ასევე ჩაუტარდააღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ყველა სხვა უწყების თანამშრომელს და არც ერთ მათგანს კორონავირუსიარ დაუფიქსირდა (საერთო ჯამში 24 საათის განმავლობაში 313 პირის მიზნობრივი ტესტირება განხორციელდა).

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, გლობალური პანდემიის დაძლევის მიზნით,  კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *