“ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გაჩენამ დაგვანახა, რომ ვირუსი არ ცნობს საზღვრებსა და ეროვნებას”, -ლი იანი

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის, ქალბატონ ლი იანის ინტერვიუ ქართველ ჟურნალისტს, ლიკა ჟორჟოლიანს

დღეს დღეობით კორონავირუსი გახდა უმწვავესი პრობლემა მთელს მსოფლიოში. ჩინეთის მიერ COVID 19 ის კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის დროული ზომების მიღებამ ხელიშეუწყო ეპიდემიის ტემპის შენელებას. ვინაიდან ჩინეთი პირველი უმსხვილესი ქვეყანაა, რომელმაც გაიმარჯვა ეპიდემიასთან ბრძოლაში, როგორ ეხმარება ჩინეთი სხვაქვეყნებს ამ ბრძოლაში?

კორონავირუსის გლობალურად გავრცელებასთან ერთად ჩინეთი აქტიურად უჭერს მხარს ,,საერთო მომავლის მქონე საზოგადოების’’ კონცეფციას, ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, არამედ დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიო ჯანდაცვის საქმეშიც. ჩინეთი, როგორც პირველი ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავის საზღვრებში ეპიდემიის გაკონტროლება, მუდამ ინარჩუნებს ღია, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, ეპიდემიის გავრცელების შესახებ დაუფარავად აწვდის ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საერთაშორისო საზოგადოებას. ჩინეთმა ყველა ქვეყნისთვის გახსნა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლისა და პრევენციის ცოდნის ონლაინ ცენტრი. უკვე 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებთან 80-ზე მეტი ჯანდაცვის სპეციალისტთა ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც სრულყოფილად წარმოადგინა ჩინეთში ეპიდემიის განვითარების სიტუაცია და პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის მიმართულებით მიღებული გამოცდილება. ჩინეთი, შესაძლებლობების ფარგლებში,  აქტიურად ეხმარება ქვეყნებს. მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შესწირა 50 მილიონი აშშ დოლარი. ჩინეთის ხელისუფლებამ და მოსახლეობამ უკვე 150-ზე მეტ ქვეყანასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციას გაუწია დახმარება სამედიცინო ნივთებით, ხოლო მძიმე ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნებში სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფები გააგზავნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიაზე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ ფინგმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ეპიდემიის დამარცხებასდა საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის ჩამოყალიბებას. სი ძინფინგმა საზეიმოდ დადო პირობა მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ ჩინეთი მომავალი ორი წლის განმავლობაში გამოყოფს 2 მილიარდ აშშ დოლარს კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით კი განვითარებადიქ ვეყნების დასახმარებლად ეპიდემიასთან ბრძოლასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღდგენის საქმეში. ჩინეთი გააგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და საკუთარ ტერიტორიაზე შექმნის გლობალური საგანგებო შემთხვევებისათვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ საწყობსა და ჰაბს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანტიეპიდემიური რესურსების უწყვეტი მიწოდება. ამასთანავე, ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურებისათვის მწვანე არხის შექმნაც იგეგმება. მომავალში ჩინეთისა და აფრიკის 30 საავადმყოფოს შორის შესაბამისი თანამშრომლობის მექანიზმი ჩამოყალიბდება; აფრიკაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის სათაო ოფისის მშენებლობა დაჩქარდება, შედეგად, აფრიკის კონტინენტზე დაავადებათა გავრცელების კონტროლი და პრევენცია გაიზრდება. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისა დახმარებაში შესვლის შემდეგ, ჩინეთი მაქსიმალურად ეცდება, რომ ვაქცინა, როგორც გლობალური საზოგადოებრივი პროდუტი, ხელმისაწვდომი იყოს განვითარებადი ქვეყნებისათვის. გარდა ამისა, ჩინეთიდ იდი ოცეულის ქვეყნებთან ერთად „ყველაზე ღარიბი ქვეყნებისათვის სახელმწიფო ვალის დაფარვის გადავადების’’ ინიციატივას სისრულეში მოიყვანს. ჩინეთი მზადაა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო მეტი დახმარება აღმოუჩინოს ეპიდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალებულ ქვეყნებს, რათა მათ წინაშე არსებული დაბრკოლებების გადალახვა შეძლონ.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ამ უპრეცედენტოდ მძიმე გლობალური კრიზისის წინაშე, საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ ერთობის გაძლიერებით, მულტილატერალიზმის შენარჩუნებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ მხარდაჭერით შეძლებს წარმატების მიღწევას. ჩინეთი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას თითოეულ ქვეყანასთან ,,საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის’’ შესაქმნელად.

როგორია ამჟამად ეპიდსიტუაცია ჩინეთში? თქვენი აზრით, რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღეთ კორონავირუსისგან?

ამჟამად ჩინეთში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სახეზეა კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ნორმალიზების ეტაპი, როდესაც დროგამოშვებით ფიქსირდება მხოლოდ რამდენიმე იმპორტული ან ერთეული შემთხვევა. ივნისის შუა რიცხვებში პეკინში დაფიქსირდა ე.წ. ,,ასხლეტილი’’ ეპიდემია, რაზეც ჩინეთმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. გაფართოვდა შემთხვევასთან დაკავშირებული პირების დადგენის, ტესტირების, პრევენციისა და კონტროლის ზომები. ერთ თვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, 20 ივლისიდან შემცირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო შემთხვევათა რაოდენობა, რამაც ცხადყო, რომ მსგავსი ,,ასხლეტილი’’ აფეთქება და მასთან დაკავშირებული გავრცელება სრულიად დაექვემდებარა კონტროლს. ამჟამად სინძიანგის უიღურების ავტონომიურ რეგიონსა და ლიაონინგის პროვინციაში დაფიქსირდა ახალი ადგილობრივი შემთხვევები, რის გამოც ჩინეთმა გაამკაცრა კონტროლისა და პრევენციის ზომები. გვჯერა, რომ ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ კორონავირუსის წარმატებით გაკონტროლებას.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გაჩენამ დაგვანახა, რომ ვირუსი არ ცნობს საზღვრებსა და ეროვნებას, ყველა ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრება და ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, საერთაშორისო საზოგადოება უკვე იქცა საერთო მომავლის მქონე ისეთ საზოგადოებად, რომელშიც ,,შენ ჩემში ხარ და მე – შენში.’’ დღევანდელ სამყაროში, სადაც სხვადასხვა ტიპის ქაოსი მძვინვარებს, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იფიქრებს მხოლოდ საკუთარ თავზე. ჩვენ უნდა გადავლახოთ გეოგრაფიული, ეროვნული, ისტორიული, კულტურული, სოციალური განსხვავებაც კი და ხელჩაკიდებულებმა ერთად შექმნათ ,,საერთო მომავლის მქონე საზოგადოება,’’ ერთად დავიცვათ ჩვენი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მშობლიური დედამიწა. ჩინეთი, როგორც სიდიდით მეორე მსოფლიო ეკონომიკა და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე დიდი სახელმწიფო, ყოველთვის მხარს დაუჭერს  ,,საერთო მომავალის მქონე საზოგადოების’’ შექმნის კონცეფციას და თავდაუზოგავად გაიღებს საკუთარ სიბრძნეს კაცობრიობის წინაშე მდგარი გამოწვევების გადასალახად.

როგორ თანამშრომლობს ჩინეთი და საქართველო კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით? რა დახმარება აღმოუჩინა ჩინეთმა საქართველოს? თქვენ როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს კორონავირუსის გავრცელების კონტროლისა და თავიდან აცილების მიზნით?

ჩინეთმა და საქართველომ, როგორც ტრადიციული მეგობრობის მქონე სახელმწიფოებმა, ეპიდემიის დასამარცხებლად თანამშრომლობის პროცესში ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის, სირთულეების დროს ძალების გაერთიანების სულისკვეთება გამოიჩინეს. მაშინ, როდესაც ჩინეთში ეპიდსიტუაცია შედარებით მძიმე იყო, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებმა და მოსახლეობამ სხვადასხვა ფორმით გამოხატა ჩინეთისადმი თანაგრძნობა, მხარდაჭერა და გამხნევება, რამაც ჩვენზე ძლიერ იმოქმედა და წარუშლელი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ჩინეთი უწყვეტად უზიარებდა საქართველოს საკუთარ გამოცდილებას. საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის სამჯერ ჩატარდა ვიდეო კონფერენცია. გარდა ამისა, ჩინეთმა, შესაძლებლობის ფარგლებში, საჩუქრად გადასცა საქართველოს სწრაფი ტესტები, პირბადეები, დამცავი ტანსაცმელი და სხვა სამედიცინო მასალები. არასრული სტატისტიკის თანახმად, ჩინური მხარისგან საქართველომ საჩუქრად მიიღო 350 000 პირბადე, 24 000 სწრაფი ტესტი, დაახლოებით 100 000 წყვილი ხელთათმანი და 8 000 დამცავი ტანსაცმელი. ასევე, ჩინეთის აქტიური მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლებამ ჩინეთიდან შეისყიდა 50 ტონაზე მეტი სამედიცინო მასალა. ჩვენ გვსურს მომავალშიც შევინარჩუნოთ ქართულ მხარესთან ახლო კონტაქტი კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით და უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში.

ჩვენ დავინახეთ, რომ კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ზოგადი ვითარების, სოციალური რეალობისა და ხალხის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და სხვა ქვეყნების, მათ შორის, ჩინეთის გამოცდილების საფუძველზე, გაატარა მთელი რიგი ეფექტური ზომები და წარმატებით შეძლო ეპიდემიის გავრცელების კონტროლი. შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა მეგობრებმა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში დიდ წარმატებას მიაღწიეს, რასაც ჩვენ დადებითად ვაფასებთ. გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა აუცილებლად შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას ადრეულ ეტაპზე, მაქსიმალურად სწრაფად აღიდგენს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ქართველი ხალხიც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

ჩინეთმა უკვე დადო პირობა, რომ შექმნიდა ისეთ ვაქცინას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. რა ეტაპზე არის ეს მუშაობა და შეეძლება თუ არა საქართველოს, მოხვდეს ვაქცინის მიმღები პირველი ქვეყნების რიცხვში?

20 ივლისს საღამოს, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა, „ლანცეტმა” გამოაქვეყნა ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს ჩენ ვეის სამედიცინო ჯგუფის მიერ შექმნილი რეკომბინანტური ახალი კორონავირუსის ვაქცინის (ადენოვირუსული ვექტორი) მე-2 ფაზის კლინიკური კვლევის შედეგები, რაც იყო მთელს მსოფლიოში ამ მიმართულებით პირველი ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკა. ჩინეთში სპეციალისტთა ჯგუფი ამჟამად კლინიკური კვლევის მესამე ფაზაზე მუშაობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეის გახსნის ცერემონიაზე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საზეიმოდ დადო პირობა, რომ ვაქცინის შექმნის შემდეგ ის გახდება მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გლობალური პროდუქტი. ვაქცინის შემუშავების პროცესში ჩინური მხარისთვის პრიორიტეტულია უსაფრთხოება, ეფექტურობა და საერთაშორისო ხელმისაწვდომობა. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა ქვეყნის შიგნით წარმატებით გაივლის ტესტირებას, ჩინეთი აუცილებლად აასრულებს პირობას ვაქცინის საერთაშორისო გავრცელების შესახებ.

ექსპერტები თვლიან, რომ ჩინეთის ეკონომიკა დაუბრუნდება დადებით ზრდას ამ წლის მეორე კვარტალში. რა დონეზეა ამჟამად ჩინეთის ეკონომიკა?

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ჩინეთის მშპ შეადგენდა 4566.14 მილიარდ იუანს, რაც იყო 1.6%-ით ნაკლები მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, პირველ კვარტალში მშპ-ს 6.8%-ით შემცირების შემდეგ მეორე კვარტალში ჩინეთის მშპ გაიზარდა 3.2%-ით. შესაბამისად, ჩინეთი გახდა პირველი ეკონომიკური სისტემა, სადაც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაფიქსირდა პოზიტიური ზრდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ჩინეთის ეკონომიკის მოქნილობა და უზარმაზარი პოტენციალი. ჩინური მხარისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს და, ამავდროულად, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რა მიზნითაც გატარებული პოლიტიკის შედეგები დღემდე უწყვეტად ვლინდება.

ამ ყველაფრის პარალელურად, ეპიდემიის გლობალურ გავრცელებასთან ერთად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური გარემო, რამაც ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩინეთის ეკონომიკაც. მაგრამ, საერთო ჯამში, ეპიდემიის გავლენა დროებითია და ვერ შეცვლის ჩინეთის ეკონომიკის პირვანდელ სახეს. მოსალოდნელია, რომ ეპიდემიის კონტროლისა და პრევენციის, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრინციპების მტკიცედ დაცვის შედეგად, ჩინეთის ეკონომიკა პოზიტიურ ზრდას გააგრძელებს. ეს ტენდენცია იმედითა და სასიცოცხლო ენერგიით აღავსებს არა მხოლოდ ჩინელ ერს, არამედ სრულიად საერთაშორისო ეკონომიკას.

წელს შესრულდა 28 წელი ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ძირითადად რა მიმართულებით თანამშრომლობს ეს ორი ქვეყანა? ორმხრივი თანამშრომლობის რომელ სფეროზე მოახდინა უარყოფითი გავლენა პანდემიამ? შეიცვალა თუ არა საქართველოში მომუშავე ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა კორონავირუსის პირობებში?

ჩინეთმა და საქართველომ წინა თქვეში აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 28 წლისთავი. 28 წლის განმავლობაში ორი ქვეყანა მუდმივად გამოხატავს ურთიერთმხარდაჭერასა და დახმარებას, ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ განვითარების გზას, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, განუწყვეტლივ ხელს ვუწყობთ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა’’ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობას. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. სავაჭრო-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ინვესტიციების, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებით ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო;გაიზარდა ხალხთა მიმოსვლა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად იზრდება, რაც ხელს უწყობს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და ტრადიციული მეგობრობის გაღრმავებას.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეპიდემიამ ვერ მოახდინა გავლენა ორი ერის მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფუნდამენტზე. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის გვერდით არიან, ერთმანეთს მტკიცედ უჭერენ მხარს და, შედეგად, ორმხრივი ურთიერთობაც უფრო და უფრო ძლიერდება. თუმცა, სამწუხაროდ, ეპიდემიამ გარკვეულ დონეზე მოახდინა გავლენა ხალხისა და ჯგუფების მიმოსვლაზე. ჩვენ სულ მოუთქმელად ველოდებით ეპიდემიის დასრულების შემდეგ მსგავსი ტიპის ვიზიტების აღდგენას. განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ წელს საქართველოში კორონავირუსის გავლენით საგარეო ვაჭრობის საერთო მოცულობის შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა უწყვეტად იზრდებოდა.

საქართველოში წარმოდგენილი ჩინური კომპანიები სრულად ეთანხმებიან საქართველოს მთავრობის ეკონომიკის და სტაბილურებისა და დასაქმების უზრუნველყოფის საერთო პოლიტიკურ კურსს. ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, მათ ჯანდაცვის ნორმების სრული დაცვით გააძლიერეს საინჟინრო მშენებლობა ისე, რომ მუშაობა ერთი დღითაც კი არშეუწყვეტიათ.

დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემიით შექმნილი მდგომარეობა ჩაივლის, ჩინეთსა და საქართველოს შორის საქმიანი თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი თანდათანობით გამომჟღავნდება და უფრო მეტ ნაყოფიერ შედეგს გამოიღებსორივეერის კეთილდღეობისათვის.

ახლახან ჩინეთში მიიღეს კანონი ,,ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით.’’ ჰონგ კონგი არის ქვაკუთხედი ,,ერთი სახელმწიფო, ორი სისტემის’’ განხორციელებაში. რამდენად მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება ინსტიტუციური გარანტიების გასაძლიერებლად და ნაციონალური უსაფრთხოების რისკის თავიდან აცილებისათვის?

უდავოა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს ცენტრალური მოვალეობაა. ჰონგ-კონგის ხელახალი შემოერთების შემდეგ, ერონული უსაფრთხოების დაცვის კუთხით ბევრი ნაკლი არსებობდა, განსაკუთრებით სტრუქტურული მოწყობისა და ძალებისა და ძალაუფლების განაწილების მხრივ, რის გამოც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რისკი განუწყვეტლივ იზრდებოდა. ამ ფონზე, სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ ჩინეთის კონსტიტუციისა და ჰონგ კონგის ძირითადი კანონის შესაბამისად, ჰონგ კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა მიიღო, რითაც როგორც ცენტრალურ, ისე ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის დონეზე სამართლებრივი სისტემისა და აღმასრულებელი მექანიზმის სისტემატური და სრულყოფილი რეგულაციები დაწესდა. ეს ძალზე დროული და აუცილებელი ზომა იყო.

სჩსწკ-ს გადაწყვეტილება ისეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც სერიოზულად ვნებს ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორიცაა სეპარატიზმი, სახელმწიფო გადატრიალება, ტერორიზმი და უცხო ქვეყნის მხრიდან საშინაო საქმეებში ჩარევა. გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჰონგ კონგის მოსახლეობის დემოკრატიულ უფლებებსა და თავისუფლებებზე, არც უცხოელი ინვესტორების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე. ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა ჰონგ კონგის მაღალი ხარისხის ავტონომიურობასა და იურიდიულ სისტემას არ ცვლის და არც ჰონგ კონგის სასამართლო ორგანოების დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე არ ახდენს გავლენას. ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა დაეხმარება ჰონგ კონგს, ჰქონდეს უფრო სრულყოფილი სამართლებრივი სისტემა, უფრო სტაბილური საზოგადოებრივი წესრიგი, უკეთესი სამართლებრივი და ბიზნეს გარემო, რაც ხელს შეუწყობს ,,ერთი ქვეყანა, ორი სისტემის’’ ძირითადი პრინციპების დაცვას და ჰონგ კონგის როლის, როგორც ფინანსური, სავაჭრო და სანაოსნო ცენტრის გაძლიერებას, ასევე, მის გრძელვადიან კეთილდღეობასა და სტაბილურობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *