Taycan – პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენა
2019 წელს „პორშეს“ ბრენდმა თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“ წარუდგინა მსოფლიოს. „პორშეს“ ისტორია სწორედ ელექტროავტომობილით დაიწყო, ჯერ კიდევ1898 წელს, ფერდინანდ პორშეს მიერ და პროექტებული პირველი ავტომობილი ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.
„პორშეს“ ბრენდი ლეგენდარულ 70 წლიან ისტორიას ითვლის. მის ი ლეგენდარულობა ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული, პირველი ეყრდნობა გამოცდილებას, ცოდნას და შრომას, „პორშე“ არასდროს ღალატობს მისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმს და ინოვაციურობას; მეორე მიზეზი აბსტრაქტულია- ემოცია, კავშირის მთავარი დამამყარებელი მომხმარებელსა ,შეგრძნება რომელსაც „პორშეს“ მართვისას იღებს მძღოლი. ყველამოდელი 911-ის“დნმ”ით იქმნება დაბრენდის სპორტული სული იგრძნობა როგორც მის ქროსოვერებში, ასევე ბიზნეს კლასის სედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტავად, რომ ყველა ავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის„Taycan“-იც, რომლის „სული“ იგივედარჩა და ზუსტად ის ემოციური „პორშეა“ რომელიც გიყვართ, განსხვავებული ენერგიის წყაროთი.
„SoulElectrified“ანუ სულის ელექტრიფიცირება, ასეჟღერს „Taycan“-ის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც პორშესთვის დამახასიათებელ ემოციურ და სპორტულ ხასიათს, ელექტრულენერგიაზე გადაყვანის მიუხედავად ინარჩუნებს. „პორშე ცენტრი თბილისის“კამპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ესა რის, ქართველ აუდიტორიამდე „Taycan“-ის ღირებულებების გასაგებენაზე მიტანა.
კამპანიის პირველ ეტაპზე საქართველოში მოღვაწეს ხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს– „რაარისსული“?, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასუხი განსხვავებული იყო, ყველა მათგანს აერთიანებდა „გრძნობა“,როგორც სულის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი, ეს კიპორშეს ღირებულებებთან ძალიან ახლოსდგას.
მომდევნო ეტაპზე კომპანიამ ინსტალაციის დახმარებით გადაწყვიტა მიეტანა თავისი სათქმელი მომხმარებლებისთვის. 17 ივლისს, ღვინის ქარხნა #1-ის ტერიტორიაზე გამოჩნდა ინსტალაცია, რომელზეც გამოსახულია ლათინური სიტყვა „SOUL“, სადაც „O“ბორბლის და წყლის წისქვილის შინაარსის მატარებელია. ბორბალი გადაამუშავებს წყალს და ფუნქციურად ელექტროენერგიას აწვდის ინსტალაციას. ინსტალაციის განათება აწყობილია პორშეს ავტონაწილებით, ინსტალაცია დოდო ჩხეიძემ შექმნა. სული შეგვიძლია ყველაფერს შთავბეროთ და გავიაზროთ მისი არსი. ინსტალაციის შინაარსის გაგებაში მასზე დამონტაჟებული ტექსტი დაგეხმარებათ -„სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა“.24 ივლისიდანინსტალაციის ადგილას თქვენ შეგიძლიათ იხილოთ „პორშეს“ პირველი ელექტრო ავტომობილი„Taycan“-ი, რომელიც მედია წარმომადგენლებს „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა პეტრე წაქაძემ წარუდგინა.