საქართველოს რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი სრულდება

2020 წლის ივლისში რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით მეშვიდედჩატარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ვაუჩერიზაციის პროექტის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.

პროექტის შედეგად საქართველოს 64 ბიბლიოთეკას გადაეცა 450 ლარიანი ვაუჩერები. 24 გამომცემლობამ სპეციალურ ფასად შესთავაზა ბიბლიოთეკებს წიგნების ფართო არჩევანი. პროექტის ფარგლებში, ყველა ბიბლიოთეკა მის მიერ შერჩეულ წიგნებს ადგილზე, რეგიონებში მიიღებს.

პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი უახლესი ქართული გამოცემებით დამკითხველს რეგიონებშიშესთავაზონმაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა. ამასთანავე პროექტი ხელს უწყობს საგამომცემლო სექტორის განვითარებას და საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.

ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *