მაკდონალდსის“ ახალ რესტორანში 72 ადამიანი დასაქმდება
ნათია თურნავა – „მაკდონალდსის“ ახალ რესტორანში 72 ადამიანი დასაქმდება, რაც მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში
„მაკდონალდსის“ ახალ რესტორანში 72 ადამიანი დასაქმდება, რაც მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მაკდონალდსის“ ახალი რიგით მე-18-ე რესტორნის გახსნის ღონისძიებაზე.
ახალი რესტორანი თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაიხსნა, სადაც განხორციელებულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ლარი შეადგინა. „მაკდონალდს საქართველო“ 2020 წელს თბილისში კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, 2021 წლისთვის კი ქსელს კიდევ 2 რესტორანი შეემატება. 2020 წელს კომპანიის მიერ ორ რესტორანში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12,5 მლნ ლარი შეადგინა. ორივე პროექტში ჯამში 150 ადამიანი დასაქმდება.