საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება

საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპსნათსჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები. თუმცა უკვე ათვისებული დაფინანსების ფარგლებშიკომპანიამ 6 ჰამიწისნაკვეთზეესპანური, მაღალმოსავლიანი  8,600 ნერგი დარგო.  შპსნათსჯორჯია 1 ჰა-დან საშუალოდ 1,2 ტონანუშისგულის მოსავლის აღებას გეგმავს. კომპანია არ გამორიცხავს სამომავლოდ ნუშის რძის წარმოება და ექსპორტზე გატანა დაიწყოს. ნუშის ბაღის სრულად გაშენების შემდგომ კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199000 ლარია.

„საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მის პარტნიორ შპსნათსჯორჯიასთან ერთად კოდაში ნუში ბაღის გაშენებისთვის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. კომპანია უკვე  7,2 ტონა ნუშისგულის მოსავლის აღებას ელოდება. პროექტის დასრულების შემდეგ შპსნათსჯორჯია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *