ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია
25 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,109 ტონაატამიდავაშლატამააექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება წინა წლისანალოგიურიპერიოდისმაჩვენებელს. 2019 წელს, ამავეპერიოდში, ექსპორტირებულიატმისადავაშლატამასმაჩვენებელმა 12,556 ტონა შეადგინა.
ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადის აექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (14,906ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,202ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (99 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (74,0 ტონა),სლოვენიისა (57,3 ტონა), დასინგაპურის(0,04 ტონა) რესპუბლიკებში.
მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.