ნოუ ჰაუ ავტოინდუსტრიაში

აპლიკაცია autoElement -ის საშუალებით მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში რამდენიმე წუთში შეძლებს მისთვის სასურველია ვტონაწილის მოძიებას: კომპანია „ავტო-ელემენტი“ -ს თანადამფუძნებელი – მურად ბართიშვილი: autoElement არის მობილური აპლიკაცია, რომელიც შუამავლების გარეშე აკავშირებს ავტონაწილების მაღაზიებს და მომხმარებლებს ერთმანეთთან. კერძოდ, მომხმარებელს დროის, ფიზიკური თუ ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, უმოკლეს პერიოდში შეუძლია  მისთვის სასურველი ავტონაწილის მოძიება. თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს მომხმარებელი აღნიშნულ აპლიკაციაზე, რა სერვისებით სარგებლობა შეუძლია მას, რა ახალი სერვისები დაინერგება მომხმარებლისთვის, ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა გადაცემაში „Kaspersky“  ̶ მომავალი თაობის ბიზნესი “რადიო „ჩვენებური“- ს ეთერში კომპანია „ავტო-ელემენტის” დამფუძნებელმა მურად ბართიშვილმა.

კომპანია „ავტო-ელემენტი” 2019 წელს შეიქმნა, როდესაც საქართველოში ტექინსპექტირების თემა ახალი დაწყებული იყო. იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც  ერთ-ერთი მეგობრისთვის საქარე მინას ათი დღის მანძილზე ეძებდნენ და დიდი დროის და სირბილის მერე ძლივს იშოვეს.  დაიწყეს ფიქრი შეექმნათ ისეთი პლატფორმა, რომლითაც  შესაძლებელი იქნებოდა სასურველი ავტონაწილის შეძენა უმოკლეს დროში და ამასთანავე დაიზოგებოდა დროც, ფიზიკური და ფინანსური რესურსიც. არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ვებგვერდსა და მარტივ აპლიკაციას შორის,  თუმცა ვებგვერდზე მეტი უპირატესობა აპლიკაციას მიანიჭეს.

როგორც ბატონი მურადი ამბობს, ვინაიდან მათი მიზანია მომხმარებელმა უმოკლეს პერიოდში მოაგვაროს თავისი პრობლემა, ამიტომ უპირატესობა მარტივ აპლიკაციას მიანიჭეს. როდესაც შემოვა ინფორმაცია რეაგირება სწრაფად უნდა მოხდეს, მაგრამ თუ იმ მომენტში ვებგვერდზე არ ხარ, შესაძლოა გამოგრჩეს ეს ინფორმაცია. აპლიკაციაზე კი, თუ შეთავაზებას მიიღებ ან მაღაზიებს შეუვათ მოთხოვნა, აპლიკაციაზე შეტყობინების სახით მოდის მომენტალურად. შესაბამისად, რეაგირება ხდება სწრაფად, 5-10 წუთში.  ჩვენ გუნდის პროგრამისტები საზღვარგარეთ გვყავს და სწორედ იქ დავამზადებინეთ აპლიკაცია, ვინაიდან საქართველოში ეს მომსახურება საკმაოდ ძვირია. რაც შეეხება აპლიკაციის გადმოწერას, ნებისმიერი მობილურის მფლობელს Play store da app store-ის მეშვეობით შეუძლია ამ აპლიკაციის გადმოწერა. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ  უნდა აკრიფონ auto Element და ტელეფონის ნომრით გაიარონ ავტორიზაცია, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია, ასევე კომპანიის ვებსაიტზე autoElement.co. ავტორიზაციის გავლისთანავე მომხმარებელი 7 წამში შეძლებს მოთხოვნის განთავსებას, ამის შემდეგ დააჭერს გაგზავნის ღილაკს და მაშინვე ეს მოთხოვნა მისდით მაღაზიებს. როდესაც მაღაზიები მოთხოვნილ მონაცემებს (ავტომობილის  მარკა, მოდელი, წელი) მიიღებენ, შემდეგ მომხმარებელი იღებს შეთავაზებებს მათთგან – თუ რომელ მაღაზიაშია მომხმარებლისთვის სასურველი ავტონაწილი და რა არის მისი ღირებულება. აპლიკაციაში მაღაზიები რეიტინგის მიხედვით არიან დალაგებული. მომხმარებელს შეუძლიათ თავადაც დაეკონტაქტოს მისთვის სასურველ მაღაზიებს და შეუთანხმოს მიწოდების დეტალები. ბევრი მაღაზია უკვე  პანდემიის პერიოდში საკურიერო მომსახურეობაზე გადავიდა.

კითხვაზე თუ როგორ დაამყარეთ კონტაქტი მომწოდებლებთან, კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა, რომ საკმაოდ რთული მომენტი იყო, ისინი დადიოდნენ  ავტონაწილების ბაზრობებზე, მაღაზიებში და დეტალურად აცნობდნენ საქმის არსს. თავდაპირველად დიდი ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რატომღაც საქართველოში ინოვაციებს უფრთხიან, დღეს კი, ძალიან ბევრი მაღაზია „ავტო ელემენტი“-ს მეშვეობით ყიდის ნაწილებს. უკვე ერთი წლის მანძილზე 10 000 მომხმარებელი და როგორც ახალი ისე მეორადი ნაწილების ათასამდე გამყიდველი  ამ აპლიკაციას აქტიურად იყენებს. ამ მოკლე პერიოდში საკმაოდ ცნობილები გახდნენ და მომწოდებლები უკვე მათთგან დამოუკიდებლად რეგისტრირდებიან. რაც შეეხება თუ რა საზომით იზომება მაღაზიის რეიტინგი, როგორც ბატონმა მურადმა აღნიშნა, რეიტინგი ენიჭებათ იმის მიხედვით რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესებში, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან  საკითხს. კითხვაზე, არის თუ არა შეზღუდული კონკრეტული ავტონაწილები თუ ნებისმიერი მარკის ავტონაწილის ყიდვაა შესაძლებელი, ბატონი მურადი ამბობს, რომ შეზღუდვა არ არის, ყველა მარკის და ყველა მოდელის ავტომობილის ნაწილზე  არის შესაძლებელი გაკეთდეს მოთხოვნა,თუ იმ მომენტისთვის ეს ავტონაწილი დეფიციტშია, მომხმარებელს შეუძლია  ყოველ ათ დღეში განაახლოს მოთხოვნა.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებიც შლიან დაზიანებულ ავტომობილებს და საკუთარი სახლიდან ყიდიან ავტონაწილებს, მათაც შეუძლიათ autoElement – ის აპლიკაციაზე დარეგისტრირება. კერძოდ, მათ უნდა გადმოწერონ აპლიკაცია, იქ მოცემულია ველები „მე ვყიდი“, „მე ვეძებ“, უნდა აირჩიონ „მე ვყიდი“ და გაააქტიურებენ იმ ავტონაწილების სიას რაც მათ აქვთ. დღევანდელი მონაცემებით, აპლიკაციაზე თითქმის ათასი ფიზიკური და იურიდიული პირია რეგისტრირებული. „დარეგისტრირება ამ ეტაპზე უფასოა. მომავალში ვფიქრობთ, მაღაზიებს სააბონენტო დავუწესოთ. ჩვენი ინტერესი არ არის მომხმარებლებისგან მივიღოთ მოგება, ჩვენი ინტერესია საქართველოში  ონლაინ გაყიდვების კულტურა განვავითაროთ, გავზარდოთ აუდიტორია. ამჟამად კომპანიას არანაირი მოგება არ აქვს. თავდაპირველად ჩვენი თანხებით დავიწყეთ, შემდეგ კერძო ინვესტიცია შემოვიყვანეთ და კიდევ ვგეგმავთ ინვესტიციების მოძიებას“.

კითხვაზე იქონია თუ არა პანდემიამ გავლენა მათ ახალ წამოწყებაზე, ბატონი მურადი ამბობს, რომ პანდემიამ ონლაინ გაყიდვების სტიმულირება მოახდინა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ყველა ბიზნესში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა მალევე  მიხვდნენ, რომ სწორედ ამ პერიოდისთვის იყო ყველაზე საჭირო და ეფექტური, ფაქტობრივად, აპლიკაცია autoElement იქცა ერთადერთ ხიდად მაღაზიებსადა მომხმარებლებს შორის.

კითხვაზე როგორ იქნება მიწოდება საქართველოს რეგიონების მცხოვრებლებისთვის, ბატონმა მურადმა აღნიშნა, რომ აპლიკაციაში ჩართულია მომწოდებლები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. დღეში საშუალოდ 100 მოთხოვნა იგზავნება აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებლის 63 პროცენტი ამბობს რომ აპლიკაციის მეშვეობით მარტივად იშოვა ნაწილი, 92 პროცენტი ხუთქულიანი სისტემით აფასებს აპლიკაციის სიმარტივეს და 87 პროცენტი ამბობს რომ ურჩევდა მეგობარს ისარგებლოს აღნიშნული აპლიკაციით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბატონი მურადი ამბობს, რომ დაახლოებით 5 წელიწადში მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გასვლას აპირებენ. მათი მიზანია შექმნან საერთაშორისო მასშტაბის დიდი კომპანია. ონლაინ ბიზნესისთვის დღეს ღიაა საზღვრები. ამჟამად ექვს ქვეყანაში არიან წარმოდგენილი, ესენია: საქართველო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, უკრაინა და რუსეთი.

„სასიამოვნო ისაა, რომ ჩვენ ყაზახეთში, ალმა ატას რეგიონში გავტესტეთ, რის შედეგადაც  დაახლოებით სამასამდე მოთხოვნა მივიღეთ და 40-ზე მეტი მაღაზია დავარეგისტრირეთ. საკმაოდ კარგად აუღეს ალღო  ყაზახებმა ამ აპლიკაციას და ასევე ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანელებმა. ამ ეტაპზე რუსეთში, უკრაინასა და უზბეკეთში არ გაგვიტესტავს, თუმცა ყველაფერი მზად გვაქვს, რომ ადგილობრივი მაღაზია დაუკავშირდეს ადგილობრივ მომხმარებელს. აქ ერთი ისაა, რომ საქართველოს მაღაზიებთან არ აქვთ კავშირი, ანუ სხვა ქვეყნებში უკავშირდებიან ადგილობრივები ადგილობრივებს“.

კითხვაზე თუ საქართველოში ვერ მოხდა  სასურველი ავტონაწილის შოვნა, აპლიკაცია autoElement-ის საშუალებით თუ იქნება შესაძლებელი უცხო ქვეყნის მაღაზიებთან დაკავშირება, რაზეც ბატონმა მურადმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს სერვისი არ აქვთ, თუმცა მომავალში აპირებენ ამ მიმართულებით განვითარებას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უყურებენ უცხოელები ქართველების ამ წამოწყებას, რაზეც კომპანია „ავტო-ელემენტი“-ის დამფუძნებელმა უპასუხა რომ თავიდანვე იზრუნეს და ისე მიუდგნენ ამ საკითხს რომ ეს კომპანია საერთაშორისო ყოფილიყო, ანუ კონკრეტულ ქვეყანაში აპლიკაცია კონკრეტულ ენაზეა.

რაც შეეხება იმას, თუ რა ახალი სერვისების დანერგვას აპირებენ უახლოეს პერიოდში, ბატონმა მურადმა განაცხადა, რომ „ავტო-ელემენტი“ აუცილებლად განვითარდება.მიმდინარე წლის ბოლოდან მოხდება სერვისების დამატება, ეს იქნება ავტო ხელოსნები და ავტო სერვისები. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთ სივრცეში მოძებნოს ავტო ნაწილიც და ხელოსანიც. ასევე იქნება მითითებული ფასებიც და უკვე მომხმარებელი აირჩევს ფასებიდან გამომდინარე.კიდევ ერთი სერვისი „Community” დაინერგება, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთთან ექნებათ კითხვის დასმის,  რჩევების გაზიარების შესაძლებლობა და ა.შ.

„მომავალი თაობის ბიზნესი“

კომპანია "Kaspersky" წარმოგიდგენთ 👇✍ ბიზნეს-გადაცემა „მომავალი თაობის ბიზნესი“🎤 სტუმარი: კომპანია „ავტო-ელემენტი“-ს დამფუძნებელი – მურად ბართიშვილიწამყვანი: ბეგი ლოგუა🎧 პირდაპირი/Live 👇http://radiochveneburi.ge/live.php#Antivirus #CyberSecurity #Kaspersky #kasperskygeorgia#radiochveneburi

Posted by რადიო „ჩვენებური“ • Radio "Chveneburi" on ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *