საქართველოს რეგიონებში COVID-19– ის გავლენის შესამცირებლად, ჯანმოს და ევროკავშირის მხარდაჭერით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ტრენინგები ჩატარდა

Covid-19-ის პანდემიასთან ეფექტურად რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრის 140 სპეციალისტი გადამზადდა. მედპერსონალმა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOPs) სპეციალური კურსი გაიარეს, რომლის დახმარებითაც ინფექციის გავრცელების პრევენციასა და პირადი უსაფრთხოების დაცვას უკეთ შეძლებენ.

საერთაშორისო პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“  ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიოო რგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგების სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეგიონალურო ფისებში, ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.  

პროექტის პარტნიორებმა მკაფიოდა პრაქტიკული ინსტრუქციები შეიმუშავეს, რათა სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ექთნებმა და მძღოლებმა კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტებისთვის სათანადო დახმარების გაწევა და ინფექციის პრევენცია უსაფრთხოდ და ეფექტურად შეძლონ. ასევე შემუშავდა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც COVID-19–ის ინფექციის საფრთხის ქვეშ მყოფ ჯანდაცვის მუშაკთა რისკებს შეაფასებს.

„პაციენტები ხშირად, 112-ზე დარეკვისას ინფექციისთვის მახასიათებელ ზუსტ სიმპტომებს მალავენ, რაც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკს ზრდის. ამიტომაც სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. აღნიშნული ტრენინგები კი გვასწავლისკოვიდ -19-ის პანდემიის პირობებში, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, ექთანი და მძღოლი, რომ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა დაიცვას. სამედიცინო პერსონალის და ინფიცირების პრევენცია ვირუსის ბევრად უფრო მასშტაბუ ავრცელებასგვარიდებსთავიდან”- აღნიშნა ილია ბესალაშვილმა, კასპის სასწრაფო და ხმარების მენეჯერმა.

ტრენინგებზე გადამზადებული 140 სამედიცინო მუშაკი მიღებულ ინფორმაციას კოლეგებს  – 7000-ზე მეტ სპეციალისტს, სოფლის ექიმებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებსა და მთელ მედპერსონალს გაუზიარებს.

”კოვიდთან ბრძოლის პირველ ეტაპზე, უსაფრთხოების შესახებ მსოფლიოში საკმაოდ მწირი ინფორმაცია იყო, შესაბამისად გვქონდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრების და ინფიცირების შემთხვევებიც. თანამშრომელთა ნაწილი დაინფიცირდა, ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, რამაც დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება გახადა საჭირო. დღეს უკვე შესაბამისი ცოდნისა და აღჭურვილობის წყალობით, გაწერილი გაიდლაინებით, გვაქვს საშუალება მაქსიმალურად დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან. ეს ტრენინგებიც ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება” – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორმა ვასილ დავითაშვილმა.

”პოსტკრიზისულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ყველა ძალისხმევა ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს .” – განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, ”ჯანდაცვის მუშაკების – ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარული ვართ, რომ ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნასთან ერთად პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარებიც შეიძინეს.”

პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ პირველ ეტაპზე, COVID-19 – თანბრძოლაში ჯანმოს და ევროკავშირის ძალისხმევა მიმართული იყო ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები თუ ზრუნველყოფისკენ და ითვალისწინებდა PPE- ების ტვირთის მიწოდებას (1.5 მილიონზე მეტი საქონელი) წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და ლაბორატორიის მუშაკებისთვის. ასევე Covid-19-ზე ზედამხედველობის და კონტროლის ეროვნული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ჩატარდა მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა დაქცევებისკვლევა.

პროექტის დაფინანსება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 მილიონიევროს (დაახლ. 1.5 მილიარდილარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირმა COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად, მსოფლიოს მასშტაბით €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *