Visa იწყებს #She’sNext საგანმანათლებლო ონლაინ პროგრამას ქართველი მეწარმე ქალებისათვის

თბილისი, 2020 წლის 3 სექტემბერი – ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა Visa-მუფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებადააანონსა. პროგრამა, ქართველი მეწარმე ქალებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის გლობალური She’s Next ინიციატივის ფარგლებში,  ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან„ქალები მომავლისთვის“ და “Forbes Woman Georgia”-სთან ერთად მომზადდა.

She’sNext ინიციატივა, რომელიც 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო, დღეს Visa–ს მხარდაჭერითუკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის, კერძოდ კი,ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას.

მცირე და მიკრო ბიზნესი ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა შეეჩერებინა საქმიანობა ან ებრძოლა ბიზნესის შესანარჩუნებლად. მაშინ როდესაც ელექტრონულ კომერციაზე დიდი მოთხოვნაა, საქართველოში ციფრული გადახდის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, Visa-მ განახორციელა სხვადასხვა ინიციატივა,მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უსაფრთხო და ფართოდ ხელმისაწვდომი ონლაინ გადახდის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. Visa-მ საქართველოში შექმნა მცირე ბიზნესის ჰაბის (Visa Small Business Hub)ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბიზნესის მფლობელებს სთავაზობს ინსტრუმენტებს და ინფორმაციას მცირე ბიზნესის წამოწყების, მართვის და განვითარების შესახებ, აგრეთვე მოიცავსგანსაკუთრებულ შეთავაზებებს Visa-ს პარტნიორებისგან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად.

She’s Next კამპანია მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზების გზით.

საქართველოს She’s Nextკამპანიის პირველი ტალღის ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით Visaქმნის She’s Next პორტალს, რომელზეცწარმოდგენილი იქნება საქმიანიქალების ისტორიები. აღნიშნული ისტორიები ასახავს იმას, თუ რა გზა გაიარეს She’s Next-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 7-28 სექტემბერს, Visa და „ქალები მომავლისთვის“უმასპინძლებს 4 ვებინარს,წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და სამოტივაციო სპიკერების მონაწილეობით.

მეწარმე ქალებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს საშუალება ექნებათ განივითარონპრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ ცოდნა ბიზნესის მართვის, პიროვნული განვითარების, კრიზისების მართვის სტრატეგიების და მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ. საგანმანათლებლო პროგრამა და წარმატების შთამაგონებელი ისტორიები პროგრამის მონაწილეებსუზრუნველყოფსბიზნესის განსავითარებლად საჭირო პრაქტიკულიინსტრუმენტებითა და ცოდნით.

პროგრამის ფარგლებში ვებინარებს ჩაატარებენ: ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ირმა დაუშვილი, DIO-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თინათინ რუხაძე, გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიის ”ACT” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თამარ კერძაია, ევროპული უნივერსიტეტის რექტორი; ნატალია თოლორაია, „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; რუსუდან თელია, ACT Global- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ქეთევან ქვარცხავა, BLC საადვოკატო ბიუროს პარტნიორი.

„მცირე ბიზნესი არის ადგილობრივი ეკონომიკის ხერხემალი მთელს მსოფლიოში. ის არის უმსხვილესი დამსაქმებელი, სამუშაო ადგილების შემქმნელი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნულ მშპ-ში. Visa მეწარმე ქალების გაძლიერებასბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ  განვითარებას, წარმატებას და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ქალების საკუთრებაში არსებული მცირე საწარმოებიინსტრუმენტებით, რესურსებით, ინფორმაციით და სხვადასხვა შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.” – განაცხადაკრისტინა დოროშმა, Visa–ს რეგიონულმამენეჯერმა კავკასიის რეგიონში.„გლობალური She’s Next ინიციატივის ფარგლებში დაწყებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოშიდაეხმარება ქალებს შეიძინონ საჭირო ცოდნა და უნარები საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და ტრანსფორმაციისთვის. პანდემიის შედეგად,მცირე და საშუალო ბიზნესიყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკის სექტორია. ასეთი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ახალ რეალობასთანადაპტაციისა და მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის.”

“ფედერაციის მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქალთა როლის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში. “ქალები მომავლისთვის” მედიატორის როლს ასრულებს საჯარო, კერძო და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის, რათა ქალ მეწარმეთა საჭიროებების ადვოკატირების გზით შევძლოთ მათი გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით და ფინანსური, სოციალური და სამართლებრივი ბარიერების დაძლევის გზით შევძლებთ ქალთა ეკონომიკურ გააქტიურებას.- განაცხადაბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემნინა კობახიძემ.

#She’sNext საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში იწყებაორშაბათს, 7 სექტემბერს, 11:00 საათზე პირველი ვებინარით თემაზე:„ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის“

მომხსენებლები:

  • ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერების ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ საბჭოს თავმჯდომარე.

ნინა კობახიძის სახელი დაკავშირებულია სხვადასხვა ინიციატივების შემუშავებასთან საჯარო (სამთავრობო და საზოგადოებრივ დონეზე) და კერძო სექტორში. მისი მრავალრიცხოვანი ინიციატივებსა და მიღწევებს შორის აღსანიშნავია სტრუქტურული რეფორმები ეფექტური საჯარო მმართველობისთვის, საერთაშორისო განათლების ცენტრის აქტივაცია, სოლიდარობის ფონდის დაფუძნება და სტუდენტებთან დაკავშირებული სხვა სოციალური პროექტები. მას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაეკავა.

  • ნინო ზამბახიძე,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

2013 წლიდან ნინო იკავებს სოფლის მეურნეობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობას საპარტნიორო ფონდში. 2008 წლიდან ის არის შპს „საქართველოს ბიზნეს ზონის” აგრო კომპლექსის აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წელს ნინომ დააარსა „რეგიონული განვითარების ასოციაცია”. მას მიენიჭა ეროვნული ბიზნესდაჯილდოების პრიზი „მერკური 2011″, სადაც მიიღო საპატიო წოდება „წლის მეწარმე ქალი”. ის იყო პირველი ქალი, რომელიც2012 წელს აირჩიეს ჰილარი კლინტონის პატრონაჟით შექმნილი ორგანიზაციის „ინვესტიცია მომავალში” კოორდინატორად.

  • კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

კრისტინა დოროშიVisa–ს ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდას უწევს ზედამხედველობას კავკასიის რეგიონში. ის2016 წლიდან რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა Visa-სძირითადი პროდუქტის მიმართულებით (Core Product) და 2019 წლიდანგახდაCISSEE-ისრეგიონში Visa-ს გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. კრისტინა CEMEA ქალთა ლიდერობის ქსელში CISSEE რეგიონის ერთ-ერთი წარმომადგენელი და სხვადასხვარეგიონალური ინიციატივების ხელმძღვანელია.

საგანმანათლებლო პროგრამა უფასოა ყველა წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილისთვის.

#She’sNext საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ გვერდზე:Visa Facebook.

ონლაინ რეგისტრაციისთვისპირველ ვებინარზე „ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის;“ეწვიეთ ბმულს: bit.do/shesnextgeorgia.

###

Visa Inc. კომპანიის შესახებ

Visa Inc. (NYSE: V) არის მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. ჩვენი მიზანია მსოფლიოს დაკავშირება ყველაზე ინოვაციური, საიმედო და უსაფრთხო საგადახდო ქსელის საშუალებით, რაც ფიზიკური პირების, ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი მოწინავე გლობალური დამუშავების ქსელი, VisaNet, უზრუნველყოფს უსაფრთხო და საიმედო გადახდებს მთელს მსოფლიოში და შეუძლია წამში დაამუშაოს 65000-ზე მეტი ტრანსაქციული შეტყობინება. კომპანიის მუდმივი ყურადღება ინოვაციების მიმართ არის ნებისმიერმოწყობილობასთან დაკავშირებული კომერციის სწრაფი ზრდისკატალიზატორი და ყველასთვის და ყველგან ნაღდი ფულის გარეშე მომავალზე ოცნების მამოძრავებელი ძალა.ვინაიდან მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულზე გადადის, Visa იყენებს ჩვენს ბრენდს, პროდუქტებს, ადამიანებს, ქსელს და მასშტაბებს კომერციის მომავლის გადასაკეთებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთusa.visa.com/about-visa, visa.com.ge, facebook.com/VisaGeorgiaGE.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *