Wine land sport ანუ ღვინის სამშობლოს სპორტი

გოლფს საქართველოში იგივე პერსპექტივა აქვს  როგორც სამთო-სათხილამურო სპორტს: მოძრაობა„იყავი აქტიური საქართველოში“ გამგეობის თავმჯდომარე, სპორტსმენი, ბიზნესმენი, მენეჯერი ზურაბ ბოქოლიშვილი:არსებულმა პანდემიამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, ტურიზმის ინდუსტრიაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ტურისტი დიდ უპირატესობას ანიჭებს აქტივობებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუ როგორ უნდა მოხდეს ტურიზმის და სპორტის ერთმანეთთან შეთავსება, ამის შესახებდეტალურად ისაუბრარადიოგადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალითაობისბიზნესი“ მოძრაობა „იყავი აქტიური საქართველოში“ გამგეობის თავმჯდომარემ ზურაბ ბოქოლიშვილმა.

ბატონი ზურაბი 1998 წლიდან სპორტის ბიზნესშია. თავდაპირველად, როდესაც უცხოეთის ბაზრები გაიხსნა, შეიქმნა სპორტული სააგენტო და ამ სააგენტოს მეშვეობით ქართველ სპორტსმენებს შეეძლოთ საზღვრებს გარეთ გასვლა. იმ დროიდან დღემდე მისი პარტნიორია ერთ-ერთი მსხვილი სააგენტო „enter sport’, სწორედ მათი მეშვეობით გავიდნენ საზღვრებს გარეთ მანუჩარ მარგოიშვილი, ზაზა  ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი. შემდეგ ბატონმა ზურაბმა მოსკოვში გააგრძელა მოღვაწეობა, სადაცდიდი სპორტული ღონისძიებების  ჩატარებას უწევდა ორგანიზებას. ამის შემდეგ,კლუბში „დინამო თბილისი“ მარკეტინგის და სატრანსფერო მიმართულებას ხელმძღვანელობდა.  2015 წლიდან ბატონმა ზურაბმა საქართველოში  ასამდე მსხვილ და დიდ სპორტულ ღონისძიებას გაუწია ორგანიზება.  ამის შედეგად, მოძრაობა „იყავი აქტიური საქართველოში“ გაფართოვდა და მასში შედიან: საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია,  საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსი, მოძრაობა მომავლის კალათბურთი. ასევე მათ მიერ შეიქმნა ძალიან საინტერესო ბრენდი „Wine land sport” ანუ ღვინის სამშობლოს სპორტი, სადაც არის „Wine land golf“, „Wine land tennis“, რომელსაც ტურისტული დანიშნულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო  ბევრი ღონისძიება  გადაიდო, მაინც ცდილობენ იყონ აქტიურები.

კითხვაზე როგორ შეიძლება სპორტისა და ტურიზმისშეთავსება, ბატონი ზურაბი ამბობს, რომ ზოგადად სპორტი არის ტურიზმი და  არა მხოლოდ აზარტი. ავიღოთ მეგასპორტული ივენთები მსოფლიოში, რატომ იხარჯება ამხელა ფული, იმიტომ რომ ტურისტული მასები ჩადიან. სპორტი უდრის ტურიზმს, ფულს, ეს არის მთელი კომბინაცია. მეტსაც გეტყვით,  თუ გადავხედავთ ტურიზმის განვითარების ტრენდებს, წამოიწია ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ტურისტების რიცხვმა. ძალიან დიდი კლება აქვს ე.წ. „გაუთვითცნობიერებელ ტურიზმს“, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. შესაბამისად მომავლის ტურისტი იქნება ბევრად უფრო მომთხოვნი.  თუ გვინდა წინ წავიდეთ,  შეთავაზებები უნდა იყოს დახვეწილი, ანუ აქტიური ტურიზმისკენ იქნება მიმართული ყველაფერი. ყველას სურვილია ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ მაღალი მხარჯველობის კატეგორიის ტურისტები. მაგალითად, მორბენლები,  ქვეყნისთვის  ყველაზე მიმზიდველი ტურისტები არიან და არა მარტო ტურისტები, არამედ ინვესტორებიც, რადგან სწორედ ემოციურ ფონზე ხდება ბევრი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამიტომაა რომ ყველა ქვეყანა ცდილობს შექმნას ლოკალური ივენთები და სწორედ ამით იზიდავს ესეთ ტურისტებს. და კიდევ ერთი, რატომ აქვს  დიდი უპირატესობა  პროექტს Wine land”,  ტურისტებს კომპლექსურ შეთავაზებებს ვუკეთებთ, როგორიცაა, ღვინო, კულინარია, ქართული კულტურა, სპორტი, აქტიური ცხოვრება ანუ მთელ ტურს ვუგეგმავთ. ეს ძალიან მოსწონთ.ჩვეულებრივი გარბენით როგორ ხდება დიდი ფულის შემოდინება, ამაზე ბატონი ზურაბი ამბობს: მარტივად რომ ავხსნათ ადამიანი ჩამოდის რომ ირბინოს. ავიღოთ ნიუ იორკის მარათონი, რაოდენობა არის შეზღუდული, 50 ათასზე მეტ ადამიანს არ შეუძლია მასში მონაწილეობა, ამიტომ თამაშდება ლატარია რომ მსურველს  მიეცეს მონაწილეობის საშუალება. ამასთანავე, ლატარიის გარდა უნდა დაუკავშირდე საქველმოქმედო ფონდს და გარკვეული შემოწირულობები უნდა გაიღო. მაგალითად, მისმა მეგობარმა, ნიუ-იორკის მარათონში მონაწილის ბარათის მისაღებად  20 ათასი დოლარის შემოწირულობა გააკეთა. ეს რაც შეეხება მარათონს, მაგრამ არის ასევე სარბენი ტურები. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შექმნას  სარბენი ტურების უნიკალური მარშუტები. ევროპის მოსახლეობის 10 პროცენტი დაკავებულია სირბილით, ეს ციფრი მუდმივად იზრდება. ამასთანავე მორბენლების სოციალური ფენა მაღალია, მათ აქვთ  ინტერესი ჩავიდნენ ქვეყნებში და ირბინონ. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძოდ, ტურიზმის ადმინისტრაციასთანმჭიდრო კავშირს ბატონი ზურაბი აცხადებს, რომ მათ სახელმწიფო სტრუქტურებთან  მეგობრული ურთიერთობა აქვთ, თუმცა მათდახმარებისთვის არ მიმართავენ. სახელმწიფო ზედმეტად არ უნდა შეაწუხო.  სახელმწიფოს, ზოგადად ტურიზმის დეპარტამენტის ვალია  ქვეყანას გაუწიოს პრომოუშენი. დანარჩენი თვითონ უნდა გააკეთო.

კითხვაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტი კომერციული ვერ იქნება. როგორ უნდა მოხდეს სპორტის ბიზნესად ქცევა, ბიზნესმენი აცხადებს, რომ საქართველოში სპორტი  ყოველთვისიყო დოტაციური და ეს დღესაც გრძელდება. სპორტს  ისეთი დიდი სოციალური ფაქტორი აქვს რომ ვერცერთი მთავრობა ვერ იზამს და არც უნდა გააკეთოს, რომ ეს სფერო თავისი თავის ანაბარა დატოვოს. დღეს სახელმწიფოს ვალია სპორტი შეინახოს, დააფინანსოს, თუმცა ამასთანავე, პარალელურადსახელმწიფომ გარკვეულწილად უნდა დაავალდებულოსფედერაციები და პროფესიული კლუბები, რომ მათშექმნან თავიანთი კლიენტთა ბაზები, მედიასივრცეები, საკომუნიკაციო არხები, რაც მისცემს სპონსორებს საშუალებას გახდნენამა თუ იმ კლუბის ივენთის პარტნიორები თუ სპონსორები.თვითონ იდეაში წარმოუდგენელია როდესაც ესა თუ ის ღონისძიება ტარდება სპონსორის გარეშე.  ევროპასა და დასავლეთში სპონსორის გარეშე არცერთი ღონისძიება არ ტარდება. მუდმივად ვერ იქნება ის რომ სპორტი სახელმწიფოზე იყოს დამოკიდებული. ადრე თუ გვიან ეს  აუცილებლად შეიცვლება და  ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რათა არ დაზარალდეს სპორტული ფედერაციები. რაც შეეხება ქართულფეხბურთში არსებულ პრობლემებს, ბატონი ზვიადი ამბობს, რომ ქართული ფეხბურთის პრობლემა ბევრ რამეშია, მიუხედავად იმისა, რომ ფედერაცია ძალიან ბევრს აკეთებს ამ კუთხით. იხსნება ახალ ახალი მოედნები, თუმცა კვლავ რჩება კლუბების მენეჯმენტის პრობლემა.აქვე ისიც  უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთი იმდენად კონკურენტული სპორტი გახდა, რომ უკვე ადვილი აღარ არის ფეხბურთში წარმატების მიღწევა.

შეკითხვაზე თუ რატომ ანიჭებს მაინცდამაინც გოლფს უდიდეს უპირატესობას, ბიზნესმენი ამბობს: „რატომ მაინცდამაინც გოლფი? სტატისტიკური მონაცემებით ტურისტი საქართველოში ერთ კვირაში ხარჯავს საშუალოდ 350 დოლარს, ხოლო გოლფ ტურისტი სამდღიან ივენთზე რომ ჩამოვიდეს მარტო გადასახადს იხდის 1200 ევროს. საოცარი ქვეყანა გვაქვს ყველაფრით კლიმატით, ხალხით, საკვებით, სტუმართმოყვარეობით, შინაგანი კულტურით. სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ და ეს ნიშა უნდა დავიკავოთ. საბედნიეროდ, თბილიში გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლფ მოედანი,  ცენტრიდან სულ 15 წუთში. ქალაქის ცენტრთან სიახლოვე უფრო მიმზიდველს ხდის, ამან მოგვცა იმის საშუალება რომ მაღალი დონის სამოყვარულო ტურნირები ჩაგვეტარებინა. პირველი ტურნირი შარშან ოქტომბერში ჩავატარეთ და ევროპაში  დიდი ფურორი გამოიწვია. ევროპის ექვსი ქვეყნიდან იყო 42 მოთამაშე ჩამოსული, მაღალ დონეზე იყო ყველაფერი,სპორტული, კულტურული, საქეიფო ნაწილი. მეორე ტურნირი მარტში მოვასწარით პანდემიამდე. ის ოთხი ტურნირი ვერ ჩატარდა. ახლა ოქტომბერში გვექნება ორი ტურნირი, ეს იქნება შედარებით ლოკალური. 4 ოქტომბერს იქნება დიპლომატთა თასი და შემდეგ უკვე  შარშანდელი ტურნირის taste and play-ის მეორე ეტაპი.  რატომ მაინცდამაინც გოლფ ტურიზმი. იმიტომ რომ კარგი სპორტია. ვფიქრობ, გოლფს იგივე პერსპექტივა აქვს საქართველოში როგორც სამთო-სათხილამურო სპორტს. საბედნიეროდ პანორამა თბილისში მალე კიდევ ერთი გოლფის მოედანი გაიხსნება, ასევე ქობულეთშიც არის დაგეგმილი გოლფის მოედნის გახსნა. სხვათაშორის ჩინელი გოლფ ტურისტები როდესაც იყვნენ ჩამოსული, მათ კახეთი მოეწონათ და გამოთქვეს გოლფის მოედნების გაკეთების სურვილი. გოლფისთვის კარგი ქვეყანა ვართ, კლიმატური პირობები არის ძალიან კარგი, სეზონი გრძელია და ეს კომბინაცია ღვინო გოლფი, ჩვენი კულტურა კარგ შედეგს იძლევა. ჩვენზე კარგად დროის გატარება და სტუმრის მიღება არავის არ შეუძლია მსოფლიოში. სწორედ ეს იყო ჩვენი სტუმარი გოლფ მოთამაშეების შეფასება რომ ბევრ ქვეყანაში ვმონაწილეობთ გოლფ ტურნირებში მაგრამ საქართველო სხვააო. ასეთი გულითადი დახვედრა არსად არ გვქონიაო. ზოგადად, ქვეყნის გაბარიტებს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაც შეეხება გოლფის, ჩოგბურტის ტურნირებს ეს არ არის ლოკალური და მასზე დიდად არ მოქმედებს. გოლფზეც და ჩოგბურთზეც სპონსორები არიან საერთაშორისო კომპანიები. რაც შეეხება ჩოგბურთს, რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ჩოგბურთის ტურნირი. რედისონ ქონექშენ წინანდალის ხელმძღვანელობის იდეა იყო მათთან ჩაგვეტარებინა ჩოგბურთის ტურნირი ადგილობრივი მოთამაშეების მონაწილეობით.საკმაოდ მაღალი დონის ღონისძიება გამოვიდა  და ეს მომავალ წელს საერთაშორისო სახეს მიიღებს“.

რაც შეეხება კალათბურთის და ტურიზმის შეთავსებას, ბატონი ზურაბი ამბობს, რომ კალათბურთი იმდენად საინტერესო და მოთხოვნადი არ არის, თუმცა  სამოყვარულო ტურნირები ტარდება. მათ დააფუძნეს ორგანიზაცია „მომავლის კალათბურთი“, რომელსაც მისი  შვილი მერაბი ხელმძღვანელობს. შარშან დირსის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტის ღია მოედანიგააკეთეს და  სამი დიდი ტურნირი ჩაატარეს. პანდემიის გამო წელს გეგმებიშეიცვალა, თუმცა სექტემბრიდან ლიგას მაინც ჩაატარებენ. ასევე დაგეგმილია კორპორატიული საკალათბურთო ფესტივალისჩატარება, იქნება შერეული გუნდები ანუ გოგონები და ბიჭები. ეს სახალისო შეჯიბრი იქნება. სექტემბრის ბოლო მთლიანად კალათბურთის ტურნირებს დაეთმობა. მადლობა დირსის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.შარშანდელი წელი ძალიან დატვირთული ჰქონდათ,  სპორტის სხვადასხვა სახეობებში 60-მდე ტურნირი ჩაატარეს.

რაც შეეხება პანდემიის გავლენას, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი დარტყმა ლოკალურმა ღონისძიებებმა მიიღო. ონლაინ სპორტი არ გამოდის. სპორტი არის ურთიერთობა, კომუნიკაცია, ემოცია, ამიტომ რაც არ უნდა თქვან, ონლაინ სპორტი არ  გამოდის. ერთი პოზიტივი რაც  პანდემიამ ყველას დაანახა,  არის ის, რომ მთავარია ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. კომპანიები მიხვდნენ რომ სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი ფაქტორი არის ჯანსაღ ცხოვრებაში ინვესტირება და იგი მოხარულია, რომ ამ კუთხით ორგანიზაციები გაააქტიურდნენ და ბევრად უფრო გაიზარდა  სპონსორების რაოდენობა. კრიზისის პერიოდში კომპანიენს სჭირდებათ საკომუნიკაციო არხების გახსნა.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ბატონი ზურაბი ამბობს, რომ  20 სექტემბერს დაგეგმილი აქვთ იოგის დღის ჩატარება. „23-30 სექტემბერს კალათბურთის სამი ტურნირი ჩატარდება. 4 ოქტომბერს დიპლომატთა თასი გოლფ ტურნირში, 16-18 ოქტომბერს გოლფ ტურნირი taste and play, ასევე იგეგმება  ძალიან საინტერესო გარბენის ჩატარება, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ  ბილთბორის კიბეებზე არბიან მონაწილეები. ნოემბერში გვექნება ჩვენი ტრადიციული დაჯილდოვება სპორტბიზნეს და ჩვენი სამომავლო გეგმების წარდგენა და სეზონს დავამთავრებთ ტრადიციული საქველმოქმედო საშობაო გარბენით. საქართველო უნდა გახდეს ყველაზე აქტიური და ჯანსაღი ქვეყანა“.

„მომავალი თაობის ბიზნესი“

კომპანია "Kaspersky" წარმოგიდგენთ 👇✍ ბიზნეს-გადაცემა „მომავალი თაობის ბიზნესი“🎤 სტუმარი: მოძრაობა „იყავი აქტიური საქართველოში“-ს გამგეობის თავმჟდომარე – ზურაბ ბოქოლიშვილიწამყვანი: ბეგი ლოგუა🎧 პირდაპირი/Live 👇http://radiochveneburi.ge/live.php#Antivirus #CyberSecurity #Kaspersky #kasperskygeorgia#radiochveneburi

Posted by რადიო „ჩვენებური“ • Radio "Chveneburi" on ორშაბათი, 07 სექტემბერი, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *