საქართველოში კრიპტოვალუტის ბირჟა გაიხსნა

კომპანია  GEX.GE-სდირექტორი გახლავთ ხვიჩა კოპინაძე. რა არის კრიპტოვალუტა , რატომ არის ასეთი პოპულარული და როგორ უნდა მოხდეს მისი გამომუშავება. ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა რადიო გადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალი თაობის ბიზნესი“ კომპანია GEX.GE-ს დირექტორმა  ხვიჩა კოპინაძემ.

ბატონი ხვიჩა კრიპტოვალუტის თემით 2014 წელს დაინტერესდა, როდესაც მთელ მსოფლიოში და საქართველოში მასზე დიდი მოთხოვნა იყო. თუმცა მთავარი პრობლემა  კრიპტოვალუტის ბირჟაზე წვდომა იყო. ეს საკმაოდ  რთული და ხანგრძლივი პროცესია  და დიდ  ხარჯებთან  დაკავშირებული. ამიტომ ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში შექმნილიყო კრიპტოვალუტის ბირჟა, მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ამერიკელი ექსპერტებიც. ერთი თვის წინ მათი იდეა განხორციელდა და საქართველოში გაიხსნა კრიპტოვალუტის ბირჟა. აღნიშნული ბირჟა საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ არა მარტო  კრიპტოვალუტით ვაჭრობაში, არამედ შეიძინონ, შეინახონ და შემდეგ გაყიდონ.

ბირჟის ხელმძღვანელის თქმით, ზოგადად, საქართველოში  კრიპტოვალუტა, განსაკუთრებით ბიტკოინი დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველო მსოფლიოში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთი წამყვანი იყო ბიტკოინის მაინინგის (მოპოვების) მხრივ. მაინინგი ეს  არის პოპულარული მეთოდი თუ როგორ უნდა მოიპოვო ბიტკოინი კომპიუტერული სიმძლავრის გამოყენებით.  ეს არის მარტივი ფულის შოვნის ხერხი. ბიტკოინი არის დეცენტრალიზებული ფული, მისი წარმომავლობა უცნობია. კონკრეტულად არის პიროვნება სატოში დაკა მოტო, რომელმაც შექმნა ეს სისტემა, თუმცა მთელი მსოფლიოსთვის უცნობია ეს პიროვნება. ამ სისტემას თვითონ ადამიანები ამყარებენ. ყველა ვინც ამ სისტემაშია ჩართული,ამ სისტემით ხედავს ყველა ტრანზაქციას რაც სჭირდება ამ პროცესს.

როგორც ბატონი ხვიჩა ამბობს კრიპტოვალუტა  ციფრული ვალუტაა და ის  გარკვეულ ნაწილში ტრადიციულ ვალუტას სჯობს. „პირველ რიგში ეს არის სიმარტივე, როდესაც თქვენ თანხის გადარიცხვა გსურთ ერთი ანგარიშიდან მეორეზე, ან საქართველოდან უცხოეთში, ეს სხვადასხვა ბანკებში საკმაოდ გრძელ პროცესს გადის, რაშიც იკარგება დროც და ფულიც. კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ჩვენ არ გვჭიდება რომელიმე შუამავალი ბანკი. ბანკის ავლით ვურიცხავთ, ვამცირებთ დანახარჯებს და დროს.  ამ ვალუტით სწრაფად ხდება ანგარიშსწორება, თან მყარი გარანტიით. ტრანზაქცია ხდება მომენტალურად“.

კითხვაზე რა  პროცედურები უნდა გაიაროს მსურველმა, ბატონი ხვიჩა ამბობს, რომ პირველ რიგში მსურველი უნდა შევიდეს საიტზე GEX. GE  და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ უნდა გაიაროს ვერიფიცირება, სრულ დარეგისტრირებამდე ერთი დღეა საჭირო. საიტს აქვს ორი მთავარი ფუნქცია, სწრაფი ყიდვა და ბირჟა. მათთვის ვინც ბირჟით არ არის დაინტერესებული, გამოიყენებს სწრაფი ყიდვის ფუნქციას. ბირჟაზე წარმოდგენილია 5 ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტა, ესენია: ბიტკოინი, იუესტედე, ე.წ. სტაბილური ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და ბიტკოინ ქეშ. კრიპტოვალუტის  ყიდვა მსურველს შეუძლია დოლარით და ლარით.  დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს ექნება ვირტუალური საფულე, ეს იქნება ლარის, დოლარის და კრიპტოვალუტის საფულე. ამ საფულეზე შესაძლებელია თანხის როგორც  შეტანა ისე განაღდება. თანხის გატანა-შემოტანა შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე ანგარიშით.  ბირჟა არის სივრცე სადაც მყიდველები და გამყიდველები ერთმანეთს ხვდებიან. როცა თანხვედრა ხდება, ხდება გარიგება, ამ შემთხვევაში ბევრი ასეთი გარიგება ადგენს საბაზრო ფასს. დღეს  ერთი ბიტკოინი ღირს 10 ათას დოლარზე მეტი.

კითხვაზე, თუ რა რაოდენობის მომხმარებელი ჩაერთო ამ ერთი თვის განმავლობაში, ბატონი ხვიჩა ამბობს, რომ დღეისთვის  300 -მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავთ, რომლებიც ჩართულნი არიან  როგორც კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში, ასევე საინვესტიციო ნაწილშიც და ამასთანავე პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბიტკოინის გამომუშავების სირთულეს ის  დღითი დღე მატულობს. ახალი ტექნოლოგიები და აპარატურის განახლებაა საჭირო. ძვირადღირებული გახდა ეს აპარატურა. ვინც ძველი აპარატურით იყო ჩართული, აპარატურის განახლება მოუწია. როგორც ბატონი ხვიჩა ამბობს, როგორც სხვა ყველა ტრადიციული ბირჟა, ქართული ბირჟაც იგივე სქემით მუშაობს. მათთან ძალიან დაბალი პროცენტია, კერძოდ, გარიგებიდან იღებენ 0,25 პროცენტს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს და  საერთოდ რეგიონს,  რა სიტუაციაა ამ მიმართულებით, ბირჟის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგიონში, როგორც საქართველოში საკმაოდ პოპულარულია კრიპტოვალუტები. თურქეთი ყოველდღიურად იზრდება ამ მიმართულებით. კავკასიის რეგიონში საქართველო წამყვანია. „ჩვენ ვართ ყველაზე ლიკვიდური ბირჟა რეგიონში, ასეთი მარტივად წვდომის ბირჟა არ აქვთ. წვდომა საქართველოში უფრო მარტივია“.

რაც შეეხება სისტემის უსაფრთხოებას, ბატონი ხვიჩა ამბობს, რომ მათ მაღალიდონისუსაფრთხოების სისტემა აქვთ. „ჩვენ ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს ვუქმნით უსაფრთხო გარემოს. ჩვენ გვაქვს სმს შეტყობინება და ორმაგი უსაფრთხოება, კერძოდ, ყოველ 30 წამში ერთხელ კოდი ეცვლება მომხმარებელს, რაც ზრდის იმის გარანტიას, რომ თქვენს ანგარიშზე და ვირტუალურ ბარათზე წვდომას ვერავინ შეძლებს. დამატებით კრიპტოვალუტის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, ეს არის დაშიფრული კოდი, რაც შვეიცარიის სერვერებზე ინახება. რისკი ნოლამდეა დაყვანილი. ჩვენი სერვერი სხვა ქვეყანაშია განთავსებული. თვითონ ბირჟა იმ სტანდარტებს აკმაყოფილებს რაც მსოფლიოშია მიღებული“.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბირჟის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი მიზანია უფრო მეტი ფუნქციების ბირჟად ჩამოყალიბება დასაზღვრებს გარეთ გასვლა. ასევე უახლოეს პერიოდში აპირებენ საიტის მობაილ ვერსიის შექმნას.

„მომავალი თაობის ბიზნესი“

კომპანია "Kaspersky" წარმოგიდგენთ 👇✍ ბიზნეს-გადაცემა „მომავალი თაობის ბიზნესი“🎤 სტუმარი: კომპანია GEX.GE – ს (კრიპტო-ვალუტების ბირჟა) დირექტორი – ხვიჩა კოპინაძეწამყვანი: ბეგი ლოგუა🎧 პირდაპირი/Live 👇http://radiochveneburi.ge/live.php#Antivirus #CyberSecurity #Kaspersky #kasperskygeorgia#radiochveneburi

Posted by რადიო „ჩვენებური“ • Radio "Chveneburi" on ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *