ლევან დავითაშვილი, სოფელ ფშაველში,მევენახე მალხაზ პავლიაშვილს ესტუმრა დართველში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მევენახე ფერმერის, მალხაზ პავლიაშვილის ოჯახს ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა. საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებულ ვენახში, ფერმერს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი  ბიომეთოდით მოჰყავს და ორგანულ ღვინოს აწარმოებს. მევენახემ 3 ტონა რქაწითელი უკვე ჩააბარა. ამჟამად კი, საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალს იღებს.

„რთველი, ტრადიციულად, დიდი ზეიმია, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი, ძირითადად, ყურძნის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს. მოხარული ვარ, რომ პავლიაშვილების ოჯახთან ერთად რთველში მივიღე მონაწილეობა. მათ ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი მოჰყავთ და ორგანულ ღვინოს აწარმოებენ, რომელზეც მოთხოვნა მზარდია და, შესაბამისად, განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პავლიაშვილების რთველში კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილიც იმყოფებოდა.

კახეთის რეგიონში რთველი პიკურ ფაზაშია. ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.22 სექტემბრისმონაცემებით, კახეთისრეგიონშიგადამუშავებულია 130 ათასიტონაყურძენი, აქედან, 96 ათასიტონარქაწითელია, 26 ათასიტონა- საფერავი,  2 ათასიტონა-კახურიმწვანედადანარჩენისხვადასხვაჯიშისყურძენი.

მიმდინარეწელს, პანდემიისშედეგად შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, საქართველოსმთავრობისგადაწყვეტილებით,  მევენახეობა-მეღვინეობისდარგისმხარდასაჭერად, რქაწითელისადაკახურიმწვანისჯიშისყურძნისსუბსიდირებახორციელდება. სუბსიდიასმიიღებსღვინის ყველა ის კომპანია, რომელიცშეისყიდისდაგადაამუშავებსკახეთისრეგიონშიმოწეულ, არანაკლებ, 1000 ტონარქაწითელისანკახურიმწვანისჯიშისყურძენს და 1 კგყურძენშიმევენახეს, არანაკლებ, 0,80 ლარს გადაუხდის. აღნიშნულ შემთხვევაში, ღვინისკომპანიებზეგაიცემასუბსიდია 0,30 ლარის ოდენობით როგორც 1 კგრქაწითელზე, ისე 1 კგ კახურმწვანეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *