IOM-ის შეხვედრა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან და თემთა ლიდერებთან მიგრანტთა ინტეგრაციის და კულტურათშორისი კომუნიკაციის თემაზე
2020 წლის 23 სექტემბერს IOM-ის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახლად დაარსებულ საარსებო წაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლობთან. შეხვედრის მიზანი იყო უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ინტეგრაცია და ინტეგრაციის შედეგები.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალბატონმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. შეხვედრას უძღვებოდნენ შრომითი მობილობის და ადამიანური რესურსების განვითარების უფროსი სპეციალისტი IOM-ის ვენის რეგიონული ოფისიდან ბატონი მაიკლ ნიუსონი და შრომითი მობილობის და ადამიანური რესურსების განვითარების რეგიონული ასისტენტი, ქალბატონი იონელა ტიმოფტე. ბატონმა ნიუსონმა ისაუბრა იმიგრაციის სტატისტიკაზე, საქართველოში არსებულ მიგრანტთა თემებზე და მათი ინტეგრაციის შესაძლებლობებზე. ქალბატონმა ტიმოფტემ განიხილა კულტურათშორისი კომუნიკაციის მნიშვნელობა ინტეგრაციისთვის საჭირო მომსახურების მიწოდების კონტექსტში და წარადგინა კულტურული და კულტურათშორისი კომუნიკაციის სხვადასხვა სცენარი და მოლოდინები. მონაწილეთა შორის იყო დამხმარე დაცვის ოფიცერი, რომელმაც წარადგინა საერთშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის იურიდიული ჩარჩო და ისაუბრა არსებულ ხარვეზებსა და აღნიშნული დაუცველი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შემდეგი შეხვედრა ოქტომბერში იგეგმება და მისი თემა ინტეგრაციის კონტექსტში მომსახურების მიწოდების მოდელები იქნება. მანამდე, პირველ შეხვედრაზე დისკუსიის შედეგად წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად, IOM ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას და მიგრანტთა თემებს შორის კომუნიკაციას, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მიგრანტთა უფლებების დასაცავად, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებს.
შეხვედრა ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული EMERGE პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც IOM ახორციელებს.