ახალი სერვისი „ასისტენტი“ მომხმარებელს კომპანია „S Motors”-ისგან

„S Motors“-ი მომხმარებელს მომსახურების ახალ სერვისს „ასისტენტი“ სთავაზობს, რომელიც მომხმარებლის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მანქანის ტექნიკურად გამართვას უზრუნველყოფს: კომპანია „S Motors“-ის გაყიდვების მთავარი მენეჯერი ვაჟა დვალიშვილი.

თუ რა მიღწევები აქვს კომპანიას, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა პანდემიის დროს და რას აპირებს შექმნილი სირთულეების დასაძლევად, ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა რადიო გადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალი თაობის ბიზნესი“ კომპანია „S Motors“-ის გაყიდვების მთავარმა მენეჯერმა ვაჟა დვალიშვილმა.

კომპანია „S Motors“-ი 20 წელია არსებობს ქართულ ბაზარზე. პირველად, ავტო სავალი ნაწილების იმპორტით დაიწყეს.  საკმაოდ დიდი შრომა ჩადეს და დიდი ძალისხმევით მოიტანეს დღემდე. დღეს კი კომპანია  ევროპული და ამერიკული რამდენიმე ცნობილი ბრენდის წარმომადგენელია, მათ შორის წამყვანია ავტოსავალი ნაწილების მწარმოებელი გერმანული ბრენდი „MEYLE”, რომელიც აწარმოებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების უმაღლესი ხარისხის ნაწილებს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის როგორიცაა: Alfa-Romeo, IVECO, Audi, BMW, Chevrolet, Doodge, FIAT, Ford, Saab, MAN, SEAT, Opel, Mercedes-Benz, Volvo, VolksWagen. საგულისხმოა, რომ ამ ბრენდის ბევრი სათადარიგო ნაწილი ისეა გაუმჯობესებული, რომ გამძლეობით და საიმედოობით არა თუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობს კიდეც ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს. ეს არის გერმანული ფირმა, რომელსაც აქვს საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორია. დღეს „S Motors“-ს  ქართულ ბაზარზე 9 ბრენდული მაღაზია აქვთ და ამასთანავე, მათი პროდუქცია 350 სადისტრიბუციო მაღაზიაშია წარმოდგენილი. დღეს კომპანიას თბილისში აქვს მონოპროფილური ორი ავტოსერვისი, სადაც უმაღლესი დონის მომსახურეობაა.  ამასთანავე, კომპანია „S Motors”-ი სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სპეცტექნიკის და მოტოციკლეტების  იმპორტსაც ახორციელებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანია „S Motors”-ი  მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებზე  გარანტიას აძლევს. 

კითხვაზე, ხდება თუ არა ყველა სათადარიგო ნაწილზე გარანტიის გაცემა,  ბატონი ვაჟა ამბობს, რომ კომპანიამ, პანდემიამდე ერთი წლით ადრე დაიწყო გარანტიის გაცემა ორ რთულ ნაწილზე –  წყლის სისტემებზე ანუ რადიატორებზე და ამორტიზატორებზე. წყლის სისტემებზე კომპანია ერთწლიან გარანტიას აძლევს, ხოლო ამორტიზატორებზე 30 ათასი კილომეტრის გავლის გარანტიას. მათ დაგეგმილი ჰქონდათ,  რომ გარანტია სხვა პროდუქტებზეც გაეცათ, თუმცა პანდემიამ შეუშალათ  ხელი.  რაც შეეხება ავტონაწილების ფასებს, როგორც ბატონი ვაჟა ამბობს, ფასები მათ ბრენდულ მაღაზიებში უფრო დაბალია, ვიდრე სადისტრიბუციო მაღაზიებში.

რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, კომპანია „S Motors“-ის გაყიდვების მთავარი მენეჯერი ვაჟა დვალიშვილი ამბობს, რომ მათთვის პანდემიის პირველი ეტაპი იყო სრულიად შოკი. ქვეყნების ჩაკეტვამ დიდი დარტყმა მიაყენა კომპანიას. საერთოდ ქართული ბაზარი მთელ ამიერკავკასიაში ბევრად უფრო მოწესრიგებულია. „რეალურად ჩვენ ვართ ამიერკავკასიის ეკონომიკური დედაქალაქი, ჰაბი,  ბაქოს სიმდიდრის მიუხედავად და სამწუხაროდ ჩვენ  ამის განცდა არ გვაქვს“-ამბობს ბატონი ვაჟა. აზერბაიჯანელები, სომხები, ჩეჩნები, ინგუშები და დაღესტნელები საქართველოში ჩამოდიან და აქ ყიდულობენ მათთვის საჭირო ავტონაწილებს. სტატისტიკური მონაცემებით 15-25 პროცენტამდე სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანზე და სომხეთზე მოდის. ამჟამად გაყიდვებში 25-27 პროცენტიანი ვარდნაა. მართალია პანდემიამდე კომპანიას ჰქონდა ონლაინ გაყიდვების სერვისი, თუმცა ეს პირდაპირ მომხმარებელზე არ იყო მიბმული.პანდემიის დროს  ადგილზე მიწოდების სერვისიც დანერგეს, თუმცა ფინანსური მოგება მინიმალური იყო, ამიტომ იძულებული გახდნენ დაეხურათ ორი მაღაზია.

კითხვაზე, როგორ უნდა დაუბრუნდეს კომპანია ჩვეულ რიტმს და როგორ უნდა გაუმკლავდეს შექმნილ პრობლემებს, ბატონი ვაჟა ამბობს, რომ მათი ინტერესია მოსახლეობას აუხსნან, რომ ძუნწი იხდის ორჯერ, არ წავიდეს და არ იყიდოს იაფფასიანი, უხარისხო ნაწილი და ხშირად არ იხადოს ერთი და იგივე ნაწილში ფული. დაარწმუნონ მომხმარებელი რომ ხარისხიანი პროდუქცია არის გამძლე და უფრო დიდხანს მუშაობს. ამასთანავე, რაც მეტად მნიშვნელოვანია, კომპანიამ დანერგა ახალი სერვისი ასისტენტი, რომლის  მეშვეობითაც მოხდება  მანქანის ტექნიკურად გამართვის უზრუნველყოფა. კერძოდ, თუ მოქალაქეს გაუფუჭდა  მანქანა და არ აქვს დრო მის გასაკეთებლად, რეკავს კომპანიაშიასისტენტთან და იძახებს მას. ასისტენტს თავად მიყავს  მანქანა, თუ მანქანა ვერ დადის, ამ შემთხვევაში, ასისტენტს უფასოდ გადაყავს ევაკუატორით.ასისტენტი მანქანის გაკეთების ყველა ეტაპზე მომხმარებელთანაა  კონტაქტში და ყველა დეტალს უთანხმებს.

კითხვაზე რამდენად ძვირი დაუჯდება ასისტენტის მომსახურეობა მომხმარებელს იმასთან შედარებით, თავად რომ ირბინოს და გააკეთოს მანქანა, რაზეც ბატონი ვაჟა ამბობს: „ფაქტობრივად იგივე, პლიუს მინუს ორპროცენტიანი ცდომილებით და რატომ, რის ხარჯზე  გეტყვით, როდესაც ასისტენტი როგორც პროფესიონალი მუშაობს როგორც ხელოსნებთან ასევე მომწოდებელ მაღაზიებთან, არა მარტო ჩვენ პროდუქციაზე არამედ ნებისმიერ საჭირო პროდუქციაზე, ის დამოუკიდებელია, მას აქვს ფასდაკლებები და მისი ბონუსი შედგება იმ ფასდაკლებებისგან, რომელსაც  ის აღწევს როგორც პროდუქციის მომწოდებელთან, ასევე მომსახურე სფეროსთან. მარტივად, რომ ავხსნა, თუ  თქვენს მანქანას სავალი ნაწილი გაუფუჭდა, თქვენ თქვენს ხელოსანთან შესაძლოა 10 პროცენტიანი ფასდაკლება გაქვთ, ასისტენს 20 პროცენტიანი აქვს“.

რაც შეეხება იმას, თუ ამ სერვისმა გაამართლა, კომპანიას ყავს თუ არა ასისტენტების საკმარისი რაოდენობა, რომ მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ბატონი ვაჟა ამბობს რომ კომპანიას ყავს საკმარისი ასისტენტები და თუ საჭირო გახდება კომპანია  ბევრ ადამიანს გადაამზადებს და დაასაქმებს. და რაც მთავარია, ამ შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს არა მარტო მათ პროდუქციაზე, არამედ მომსახურების ხარისხზეც მისცემს გარანტიას.

კითხვაზე, ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით,  თუ გიფიქრიათ რაიმე მექანიზმის შემოღებაზე, კომპანიის გაყიდვების მენეჯერი აცხადებს, რომ საქართველოში ამ კუთხით სრული ვაქჰანალიაა, ძალიან ბევრი უხარისხო პროდუქცია  შემოდის და ეს აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს და მოწესრიგდეს. „ჩვენ შეგვიძლია ავტონაწილების წარმოება ჩვენს ქვეყანაში დავიწყოთ. თუმცა ამისთვის საჭიროა ხელ-ფეხის გახსნა.  სახელმწიფო ჩართულობა უნდა იყოს ძალიან დიდი და სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა გაამკაცროს კონტროლი, რომ ქვეყანაში ცუდი ხარისხის პროდუქცია არ შემოვიდეს. როდესაც ეს მხარე მოწესრიგდება, ბაზარზე  დავრჩებით ის კომპანიები, ვინც ხარისხიანი პროდუქციის იმპორტს აწარმოებს და ეს მოგვცემს სტიმულს გავზარდოთ კონკურენცია და უფრო ბევრი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს“.

„მომავალი თაობის ბიზნესი“

კომპანია "Kaspersky" წარმოგიდგენთ 👇✍ ბიზნეს-გადაცემა „მომავალი თაობის ბიზნესი“🎤 სტუმარი: კომპანია „S Motors“-ის გაყიდვების მთავარი მენეჯერი – ვაჟა დვალიშვილიწამყვანი: ბეგი ლოგუა🎧 პირდაპირი/Live 👇http://radiochveneburi.ge/live.php#Antivirus #CyberSecurity #Kaspersky #kasperskygeorgia#radiochveneburi

Posted by რადიო „ჩვენებური“ • Radio "Chveneburi" on ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *