სახელმწიფოს ხელშეწყობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში მარწყვის პლანტაცი აგაშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „თოკის აგროპროდუქტების” მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მარწყვის პლანტაციაში აგრო ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მარწყვის პლანტაცია, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს, ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების შესაბამისადა ამოწყობილი დასრულადა კმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელი უხვი მოსავლით გამოირჩევა; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის პანდემიის პირობებშიც კი , საქართველოში არ შეჩერებულა ფერმერების ხელშეწყობა.

კომპანიას მარწყვის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული; დამატებით მიმდინარეობს 1 ჰა-ზე ახალი პლანტაციის გაშენება. განხორციელებულმა ინვესტიციამ 500,000 ლარი, შეადგინა. მათ შორის 65,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანიას ხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბენეფიციარია. მარწყვის რეალიზება ბრენდის „მწვანერესპუბლიკა“ სახელითადგილობრივბაზარზეხორციელდება. კომპანიამუდმივად 5, სეზონურადკი 30-მდე ადამიანს ასაქმებს. საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 25 ტონამდე მარწყვი შეადგინა. კომპანია სანერგე მეურნეობასაც ფლობს, სადაც მარწყვის 50-მდე სხვადასხვა ჯიშია დაცული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *