დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა

დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა და ფიზიკური პირები ამ პროგრამით ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ისარგებლებენ.პროგრამის ფარგლებში, კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან აბონენტები, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. ამავე აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტები, რომლებიც თვეში 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს მოიხმარენ. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.ამასთან, სემეკ-ის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, შეღავათით სარგებლობაზე უარი განაცხადონ (https://gnerc.org/ge/covid-19)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *