ყაზახეთის საპატიო საკონსულოს გახსნა ქ. რუსთავში

2020 წლის 5 ნოემბერს ქ.რუსთავში გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისის გახსნის ცერემონია ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების საკონსულო დაფარვის ოლქით.

საზეიმო ღონისძიებას დაესწრო საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბაურჟან მუხამეჯანოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, ქ.რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, ასევე საქართველოს საზოგადო, პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლები. ცერემონიის გახსნისას, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა, ბაურჟან მუხამეჯანოვმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის საპატიო სოკონსულოს გახსნა საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო ეკონომიკურ, კულტურულ, ტურისტულ რეგიონში, ადასტურებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას ტრადიციული მეგობრობისა და ურთიერთნდობის სულისკვეთებით. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ორივე სახელმწიფომ წარამატებით გადალახა ურთიერთობების დამყარების ეტაპი და გადავიდა ახალ მნიშვნელოვან დონეზე, შეთანხმებების შევსებით პრაქტიკული შინაარსით და ურთიერთქმედების ახალი მიმართულებების ძიებით. ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა, გიორგი ჯახუტაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საპატიო საკონსულო სრულ შუამდგომლობას გაუწევს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო კავშირების განვითარებას. მისი სიტყვებით, ყაზახეთის რესპუბლიკის რიგით მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დახმარება მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, ასევე მიიღონ ყოველმხრივი შუამდგომლობა რთულ ვითარებაში ყოფნის შემთხვევაში, რაც ძალიან მნიშვნველოვანია კორონავირუსის პანდემიის პირობებისა და არსებული საკარანტინო შეზღუდვების დროს. გარდა ამისა, საპატიო საკონსულო უნდა გახდეს საინფორმაციო ცენტრი, თანამედროვე ყაზახეთით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეებისათვის. ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო ქ.ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) ფუნქციონირებს 2014 წლიდან. 🔶

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *