USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და RTI-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

 

დღეს სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტსა (RTI) და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.ხელშეკრულების ფარგლებში USAID საბაზისო განათლების პროგრამა, რომელსაც RTI ახორციელებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების დასანერგად საგრანტო დაფინანსებას მიიღებს.

ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში საქმიანობა სამი მიმართულებით წარიმართება:

  1. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია: ცალკეული რეგიონების საუკეთესო მასწავლებლების წარმოჩენა, წახალისება და საზოგადოებისათვის გაცნობა.  2020 წლის ნოემბერში USAID საბაზისო განათლების პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოაცხადებს კონკურსს საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები 2021 წლის მაისშიდასახელდება.
  • მშობლებისა და საზოგადოებისეფექტიანი ჩართულობის წახალისება: პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეთა მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობით, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებისა და შედეგებზე, ხელს შეუწყობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.
  • პროექტის მესამე ინიციატივაში, სახელწოდებით „ახალი თაობა“ჩაერთვებიან რვა რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი და  მათემატიკისა და წიგნიერების სპეციალისტები. მასწავლებელთა მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან ერთად შემუშავდება სკოლის შემდგომი აქტივობები არაფორმალური განათლების ფორმატში. აქტივობები მიმართული იქნება მოსწავლეებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებისკენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევადდა ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად.

RTI-ს შესახებ:RTI ახორციელებს USAID საქართველოსმიერდაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით.  პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

ფონდის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმ ასაქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *