ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიესალმებააშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში ეს არის იდეალური შესაძლებლობა, აშშ-ს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის გასამყარებლად

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 13ნოემბერიანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) დღეს ავრცელებს განცხადებას, 17-18 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში:

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები მიესალმებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში დაელიან, რომ სახელმწიფო მდივანი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ლეკი დეგნანიგამოხატავენ საქართველოს მთავრობის წინაშე ანაკლიის პორტის პროექტისადმი მათ განგრძობად მხარდაჭერას.”

“სულ რაღაც შარშან (2019 წლის 11 ივნისს) სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოხატა ანაკლიის პორტის პროექტისადმი ძლიერი მხარდაჭერა, მაშინდელ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს, როდესაც მან განუცხადა პრესას:

მეგავუზიარე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს. ეს და სხა პროექტები გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და შეაკავებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის მავნე ზეგავლენას საქართველოზე. ამ ვითომ მეგობრებს არ აქვთ გულში ჩადებული საქართველოს საუკეთესო ინტერესები.”

“სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დრო და მიზანი იწვევს საქართველოს მთავრობის მხრიდან, ანაკლიაში მსოფლიო დონის პორტის განვითარების ვითომ მხარდაჭერისგადახედვის საჭიროებას.მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გამოხატა ეს მხარდაჭერა უშუალოდ სახელმწიფო მდივნის პომპეოს და აშშ-ს ელჩის დეგნანის წინაშე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომსაქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის მხარდაჭერა იყო ცარიელი სიტყვები.

“საქართველოს მთავრობის ორპირმა და უკანონო ქმედებებმა, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ,მიაყინა მნიშვნელოვანი ზიანი მის ამერიკელ, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს და სამწუხაროდ, მიგვიყვანა საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებამდე საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს სახელმწიფოსთვის დადააფრთხობს საქართველოში ინვესტიციით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს, მაშინ, როცა ეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.

“ანაკლიის პროექტის მიღმა, ამჟამინდელი მთავრობის ბოლო ერთი წლის მოქმედებები ცალსახად ბადებს კითხვებსმის მზაობასთან დაკავშირებით, გაატაროს მნიშვნელოვანი სასამართლო და სამთავრობო რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების ზრდის და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის. 

“ჩვენ ვუსურვებთ სახელმწიფო მდივან პომპეოს წარმატებას საქართველოში მისი ვიზიტის და მთავრობასთან შეხვედრის განმავლობაში.”

დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *