ივნისი ჰიპერტენზიის სკრინინგის თვეა – გაიზომე ნნევა – #ამას შენთვის გეუბნები
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის„გაიზომე წნევა – #ამას შენთვის გეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად, 26-27 ივნისს ჰიპერტენზიისუფასოგასინჯვებსა და სკრინინგზე”ღიაგული” მე-5 კლინიკურისაავადმყოფო დაპინეო – სამედიცინო ეკოსისტემა გიწვევთ.
ყველამსურველსშესაძლებლობაექნებამიმართოსაღნიშნულკლინიკას, პროფესიონალი კარდიოლოგებთან სრულიად უფასოდ გაიაროს კონსულტაცია, გაესინჯოს და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაიტაროსშესაბამისიკვლევა.
რეგისტრაციისთვისაუცილებელია დარეკოთცხელხაზზე:
- პინეო – სამედიცინო ეკოსისტემა – ტელ: 032 2 44 44 55/032 2 24 05 50 (ჩაწერის საათები 09:00 – 17:00) და კონსულტაცისითვის მიმართოთ მისამართზე გორგასლის #93
- “ღიაგული” მე-5 კლინიკურსაავადმყოფო – ტელ: +995 322 52 05 25/+995 591 207 473 (ჩაწერის საათები 10:00-17:00) და კონსულტაციისთვის მიმართოთ მისამართზე თემქა – XI მიკრო, I კვარტალი
შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება. კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 200 მდე პაციენტმა, 5-6 ივნისს, თბილისისგულისადასისხლძარღვთაკლინიკა – დიღმის სამედიცინო ცენტრში,12-13 ივნისს კლინიკაში „გული“ და ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრში ჩაიტარეს გამოკვლევეები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჰიპერტენზიის შესახებ.
საერთაშორისო კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალი წნევის განგარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბიწონა, კვებისთავისებურება, კერძოდ, დიდირაოდენობითმარილისმიღება,წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,როგორიცაა-ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.
ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“უწოდებენ, რადგანპრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმაარცკიიცისრომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკურინიშნებისგამოვლენამდე,ჰიპერტენზიისაღმოჩენისერთადერთისაშუალებასახლის პირობებში წნევისრეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმებიმოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრებისმატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.