სოფლის განვითარების სააგენტო Rda-მ “ჯორჯიან მანგანეზთან” და “იმერეთი აგროსთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშესაწყობად, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, შპს „იმერეთი აგროს“ მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ხელი მოაწერეს მემორანდუმს. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სისტემურ ცვლილებების ხელშეწყობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დაძლევაში. ამ მიზნით, ადგილობრივი პროდუქციის პოტენციალის გაზრდისათვის ხელშეწყობა სოფლად მცხოვრებლებს მისცემს შანსს გააუმჯობესონ მიწების ეფექტიანი გამოყენება მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებით, მემორანდუმის გაფორმებით მხარეები უზრუნველვყოფთ მოსახლეობისთვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მათ ფინანსურ მხარდაჭერას კომპანიის მეშვეობით“ – განაცხადა ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.💬 „სოფლის განვითარებისთვის და სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ადგილობრივად ინიციატივების მოზიდვა და სხვა მრავალი ღონისძიება, რომელსაც „იმერეთი აგრო“, ჯორჯიან მანგანეზის თანადგომით, შესთავაზებს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას” – განაცხადა „იმერეთი აგროს“ მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა.

💬 ჩვენი პრიორიტეტია, მეტი ფერმერი ჩაერთოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროგრამებში; ამავე დროს მათ გავუზიაროთ დარგობრივი, აგრონომიული ცოდნა, მივესალმებით, კერძო სექტორში მოღვაწე ყველა იმ კომპანიის ინიციატივას, რომელიც შემოგვიერთდება ამ საქმიანობაში“ – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ, რათა განახორციელონ მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნები, კერძოდ პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური დახმარების გზით ლოკაციებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ეფექტური გამოყენებისთვის ხელშეწყობა. მემორანდუმის უმთავრეს ამოცანებს წარმოადგენს, ადგილობრივი პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენა, წარმოების ზრდა და ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *