ყაზახური ვაქცინა QazVac ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით უსაფრთხოა და მაღალ იმუნიტეტს აყალიბებს
The Lancet-ის ჯგუფში შემავალი EClinicalMedicine published-ის გამოცემა ყაზახური წარმოების ვაქცინისQazVac-ის კლინიკური კვლევების პირველი და მეორე ფაზის შედეგებსაქვეყნებს. სტატია მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში ორიგინალური კვლევების შედეგების გარდა, ასევე მოიცავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებასა და კვლევაში არსებულ ბოლო მიღწევების შესახებს ინფორმაციასასაც. მნიშვნელოვანია, რომ QazVac არის ინაქტივირებული ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ, რომელიც შემუშავებულია ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ.
„ყაზახეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსმის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებთან ერთად 21 -ე საუკუნის ახალი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს, ასევე არ იშურებს ძალისხმევას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და ავითარებს ყაზახეთის მეცნიერებას“, – ნათქვამიაყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების კომიტეტის ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განცხადებაში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა ადამიანისთვის და ორგანიზმში მაღალ იმუნიტეტსაყალიბებს.
ცნობისათვის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა QazVac ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების კომიტეტის ბიოლოგიური უსაფრთხოების კვლევების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამის „კორონავირუსული ინფექცია Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება“ ფარგლებში განხორციელდა. ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოქმების თანახმად, ინსტიტუტის მეცნიერებმა უსაფრთხოების, იმუნოგენურობის და სხვა პარამეტრების შესწავლის მიზნითა და წინაკლინიკური კვლევების დადებითი შედეგების გათვალისიწნებით, ჩაატარეს კლინიკური კვლევების პირველი და მეორე ფაზები. ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა QazVacუსაფრთხოა ადამიანისთვის.ვაქცინა QazVac-ის შენახვა შესაძლებელია +2-დან +8 გრადუსამდე ტემპერატურაზე, რაც მის ტრანსპორტირებასა და შენახვას ამარტივებს. მას არ სჭირდება სპეციალური მკაცრი ტემპერატურული რეჟიმი. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მის მიწოდებას ქვეყნის რეგიონებში. შეგახსენებთ, რომ კლინიკური კვლევების პირველი ფაზა 2020 წლის 17 სექტემბერს დაიწყო 44 მოხალისის მონაწილეობით. ვაქცინამ მაღალი უსაფრთხოება აჩვენა.17 ოქტომბერს კლინიკური კვლევების მეორე ფაზა დაიწყო 200 მოხალისის მონაწილეობით. შედეგად, ვაქცინამ მაღალი იმუნოგენურობა და ეფექტურობა აჩვენა.19 დეკემბერს კი, ჯანდაცვის სამინისტრომ 3000 მოხალისის მონაწილეობითკლინიკური კვლევების მესამე ფაზის ჩატარების ნებართვა გასცა.