Visa და Forbes Woman Georgia საქართველოში მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ბიზნეს კონკურსს აცხადებენ
ბიზნეს იდეების გაზიარების გზით, მეწარმე ქალები, ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების უფასო, საკონსულტაციო სესიებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად,პარტნიორი ბანკებისგან (თიბისი და საქართველოს ბანკი) სპეციალური პრიზების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ
Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Forbes Woman-თან პარტნიორობითაცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ხელმძღვანელი ქალი მეწარმეებისთვის.
კონკურსი She’s Next, Empowered by Visa-ს გლობალური ინიციატივის ფარგლებშიტარდებადა მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელი და მმართველი ქალებისთვის, ცოდნის, რესურსების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. კონკურსი განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარი ბიზნესს, მაგრამ სირთულეებს აწყდებიან ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვის, ბიზნეს პროდუქტის პოპულარიზაციის, ან მარკეტინგული კომუნიკაციების მართვის პროცესში. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს ქალი, საქართველოს მოქალაქე, ეკავოსკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლის თანამდებობა, ან იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული პირი[1].
„ქალი მეწარმეებისთვის კონკურსის გამოცხადება საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Visa-ს ინიციატივას, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე რეგიონში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ She’s Next გლობალური კამპანიაშესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ ქალთა ლიდერობა, რომელიცწამყვანი, მამოძრავებელი ძალა ხდება ახალი ბიზნესის წამოწყების პროცესში. კონკურსის ყველა ელემენტი მიზნად ისახავს ქალებისთვის ბრენდის ექსპერტთან უფასო მენტორინგის სესიაზე წვდომის უზრუნველყოფას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პარტნიორების – თიბისი და საქართველოს ბანკებისგან”, – განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.
კონკურსი ოთხ ეტაპადჩატარდება:
- განაცხადის შეტანისა და დამუშავების პროცესი:პირველ ეტაპზე,დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.
- საკონსულტაციო სესიები:ათი შერჩეული მონაწილე ქალი, დაესწრებიან უფასო ონლაინ საკონსულტაციო სესიებს, რომლებსაც გაუძღვება ბრენდ ექსპერტი. კონკურსანტები, ხელმძღვანელის ჩართულობით შეიმუშავებენ საკუთარი ბრენდისთვის სტრაგეგიას,მიიღებენ რეკომენდაციებს ბიზნესის განვითარებასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდის შესახებ.
- კონკურსის მესამე ეტაპზე, ათივე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს იდეა ონლაინ პრეზენტაციის ფორმატში ჟიურის წინაშე.სამ საუკეთესო ფინალისტს შეარჩევსპროფესიონალი ჟიური. Forbes Woman Georgia სამი შერჩეული ფინალისტისმონაწილეობით, მოამზადებს მაღალი ხარისხის პროფილურ ვიდეოებს, რომლებიც განთავსდება Forbes Woman Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
- დასკვნით ეტაპზე, კონკურსის გამარჯვებული, სამი ფინალისტიდან, გახდება ის ერთი მეწარმე ქალი, რომლის ვიდეოც დააგროვებს ყველაზე მეტ პოზიტიურ გამოხმაურებას (მოწონებას) Forbes Woman-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე. გამარჯვებული მიიღებს დამატებით პრიზს და მისი ისტორია, ინტერვიუს ფორმატში გამოქვეყნდება Forbes Woman-ის ბეჭდური ჟურნალის მომდევნო გამოცემაში.
განცხადებების შერჩევის კრიტერიუმები:
- სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე;
- ქალი, რომელსაც უკავია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ან არის მცირე ან საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი[2] პირი.
პრიზები და სპეციალური შეთავაზებები ბანკებისგან, კონკურსის 10 მონაწილისთვის და გამარჯვებულისთვის:
- საქართველოს ბანკი10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ადაპტერის6 თვიან პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს, საკუთარი მარაგების გაციფრულებას თანამედროვე მარაგების მართვის სისტემისOptimo-ს მეშვეობითდაპროდუქციის ონლაინ რეალიზაციას საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის Extra.ge-ს მეშვეობით.
საქართველოს ბანკი10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ბიზნეს საბანკო მომსახურების 12-თვიანი უფასო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საბანკო მომსახურების მიღება საკომისიოს გარეშე, ხოლო კონკურსის ერთ გამარჯვებულს დამატებით ექნება შესაძლებლობა დაესწროს სამი კოენის ერთ ქოუჩინგის სესიას.
- თიბისი ბანკი დააჯილდოვებს 10 საუკეთესო მონაწილეს TBC ბიზნეს კლუბის ერთწლიანი პრემიუმ პაკეტითა და Visa ბიზნეს ბარათით, რაც მათ საშუალებას მისცემს უფასოდ ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით, ასევე დაესწრონ ბანკის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ონლაინ – ბმულზე,სადაც სპეციალურ გრაფაში წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ ენაზე.
###
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო – რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი – VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას – ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE.