აზიისა და სპარსეთის ყურის ბიზნესპალატამ“ მემორანდუმი გააფორმა „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსთან“ და „კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციასთან.“

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. BCAGC პარტნიორებს დაეხმარება აზიის, მასშტაბური ბაზრის ათვისებაში – ღვინისა და თაფლის ექსპორტში.

აქვე გაცნობებთ, რომ ასოციაციებისა და მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი დუბაიში, BCAGC-ის მიერ გამართულ ბიზნესფორუმზე, რომელსაც დაესწრებიან არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორის წარმომადგენლები – ინვესტორები და კორპორაციების მფლობელები; „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ ღონისძიებას ეწვევა დიპლომატიური კორპუსიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *