“ბაკურიანი 0+ წყალი ჩვილი ბავშვებისთვის ორმაგი ფილტრაციით და ბუნებრივი მინერალებით ცხოვრების პირველივე დღიდან საჭმლის მოსამზადებლად და დასალევად
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოჩნდა. პირველად საქართველოში, ინოვაციური ბრენდი მომხმარებელს საბავშვო წყალს სთავაზობს.
“ბაკურიანი 0+”– ეს არის სუფთა წყაროს წყალი, ბაკურიანის მთებიდან,ჩვილი ბავშვებისთვისორმაგი ფილტრაციით,რომელიც დუღილის შემდეგაც, ინარჩუნებს ბავშვებისთვის სასარგებლო ბუნებრივ მინერალებს დამისი გამოყენება რეკომენდებულია პატარებისთვის როგორც საჭმლის მოსამზადებლად ასევე საჭიროების შემთხვევაში დასალევად.
“ბაკურიანი 0 +“ წარმოებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის შესაბამისად და რეკომენდებულია ააიპ „ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის”და ააიპს“აქართველოს პედიატრთა ასოციაციის“ მიერ.„ბაკურიანი 0+“ შეფუთვაზე, კომპანია IDS ბორჯომისდიზაინერმა, ანა ჭოღოშვილმა იმუშავა.

სოფო დიდიძე, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი:
„ბავშვის ორგანიზმი ძალიან სათუთია. ამიტომ, დაბადების პირველივე წუთიდან ძალიან მნიშვნელოვანია, მას შევთავაზოთ ის პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. ბავშვის ჯანმრთელობაში, წყალს ერთ-ერთი ძირითადიადგილი უჭირავს, ამიტომ ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია, რომ წყალს, რომელსაც საკუთარ პატარებს აძლევს, იყოს სრულიად უვნებელი, ხარისხიანი და სასარგებლო თვისებებით სავსე.“ბაკურიანი 0+”ეს არის წყალი ჩვილი ბავშვებისთვის,ორმაგი ფილტრაციით და ბუნებრივი მინერალებითდა მისი გამოყენება შესაძლებელია ცხოვრების პირველივე დღიდან, როგორცპატარებისთვის საჭმლის მოსამზადებლადასევესაჭიროებისამებრ დასალევად. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და „ბაკურიანის“ მომხმარებლები ბავშვობიდან მივაჩვიოთ ისეთ კარგ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ბაკურიანი“, როგორც ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მხარს უჭერს ბავშვებისბუნებრივ კვებას.“
“ბაკურიანი 0 +“ იწარმოება ყვიბისში, ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში, ორი შეფუთვით: 1.5ლ. პეტი – საკვების მოსამზადებლად, ხოლო დასალევად – 0.33ლ. პეტი „ჭკვიანითავსახურით“, რომელიც აბსოლუტურად ჰიგიენურია. წყალი მხოლოდ თავსახურზე მიწოლის შედეგად გადმოდის ბოთლიდან, შესაბამისად, გამორიცხულია წყლის შემთხვევით დაქცევაც კი.
თანამედროვე და ინოვაციური, არაგაზირებულიწყაროსწყალი „ბაკურიანი“ 15 წელზე მეტია საქართველოს ბუტილირებული წყლის მთლიან ბაზარზე მოწინავე ბრენდია.2017 წელს, „ბაკურიანმა“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საბავშვო წყლის ხაზი განავითარადა გამოუშვა საბავშვო წყალი „ბაკურიანი ციდა“, რომლის სამიზნე აუდიტორია 2-6 წლის ასაკის ბავშვები არიან. 2018 წელს კი, 5-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის, უოლტ დისნეისთანკოლაბორაციით, სათამაშო ბოთლების სერია შეიქმნა.

