ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელგიას ეწვია
▫️
▫️ ბრიუსელი, 2022 წლის 19 იანვარი – ბელგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ – საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ მოლაპარაკებები გამართა ბელგიის ვიცე-პრემიერთან- საგარეო საქმეთა მინისტრთან სოფი ვილმესთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარ მრჩეველთან, საიმონ მორდუსთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ადამიანის უფლებათა საკითხებში, იმონ გილმორთან, ევროპის საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალურ მდივანთან, სტეფანო სანინოსთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ცენტრალურ აზიაში, ტერი ჰაკალასთან, ასევე KBC ჯგუფის თავმჯდომარესთან, იოჰან ტიჯსთან.
ყაზახეთმა და ევროკავშირმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა განავითარონ ურთიერთსასარგებლო და მრავალმხრივი თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების მთელ სპექტრში. ეს იყო ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მ.ტლეუბერდისა და ევროკავშირისა და ბელგიის ხელმძღვანელობის მოლაპარაკების მთავარი ლაიტმოტივი. 2020 წლის მარტში ხელმოწერილმა შეთანხმებამ ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ბიძგი მისცა ყაზახურ-ევროპული ურთიერთობების ახალ ეტაპს.
ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების მთავარი თემები გახდა: ყაზახურ-ევროპულ გზაზე ურთიერთქმედების გააქტიურება, ყაზახეთში არსებული ვითარება, ბოლო ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე ღონისძიებების განხილვა 2021 წლის 25-26 ნოემბერს ბრიუსელში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კასსიმ-ჟომარტ ტოკაევის პირველი ოფიციალური ვიზიტის შედეგების განსახორციელებლად.
უფრო ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე:
👇🏼