პეკინი ისტორიაში პირველი ქალაქია, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს

 2022 წლის 4 თებერვალს, 2008 წელს ზაფხულის ცერემონიების ფანტასტიური შოუდან 14 წლის შემდეგ. პეკინის ეროვნულ სტადიონზე კვლავ გაიმართება გახსნის ცერემონია, ამჯერად 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.

ამ უდიდეს სპორტულ მოვლენაში მონაწილეობას მიიღებს 4 ათასზე მეტი ათლეტი 95 ქვეყნიდან. ისინი იასპარეზებენ სპორტის შვიდ სახეობაში, მათ შორის 15 დისციპლინაში, სადაც გათამაშდება 109 მედალი.

ტურნირები გაიმართება სერიოზული ანტიკოვიდური ზომების დაცვით, როგორც ეს იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე.

პეკინი–2022–ის ორკვირიანი თამაშების შემდეგ გაიმართება დახურვის ცერემონია, რის შემდეგაც ოლიმპიური დროშა გადაეცემა იტალიური ქალაქების მილანის და კორტინა–დ’ამპეცოს მერებს, რომლებიც გახდებიან 2026 წლის ზამთრის თამაშების დედაქალაქები. IV ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება პეკინში 2022 წლის 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე.

ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩინეთმა გასწია დიდი შრომა: შეიმუშავა „მწვანე, ინკლუზიური, ღია თამაშების“ პრინციპი, ჩაატარა პრაგმატული, მაღალეფექტური და ენერგიული მოსამზადებელი სამუშაო, ააშენა მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ოლიმპიური ობიექტების ინფრასტრუქტურა, და წაახალისა ბევრი ადამიანი სპორტის ზამთრის სახეობების მონაწილეობის მისაღებად.

ეპიდემიის ფონზე, ზამთრის ოლიმპიური და პარაალიმპიური თამაშები, რომლებიც გაიმართება პეკინში 2022 წელს შეასრულებენ მნიშვნელოვან მისიას მსოფლიო ერებს შორის ურთიერთგაგების და გაცვლის გაძლიერებაში.

სხვადასხვა მრავალმხრივი მექანიზმების ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეით დაწყებული და ოლიმპიური სამიტით დასრულებული, აღიარებული იქნა მოსაზრება, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა არის ადამიანის სოლიდარობის, სიმტკიცის და საერთაშორისო თანამშრომლობის დემონსტრირების შესაუძლებლობა.

2022 წლის დასაწყისში ჩინეთის რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცკ–ს გენერალურმა მდივანმა სი ძინპინმა დაიწყო ოლიმპიური ობიექტების  მშენებლობის და ათლეტების მომზადების შემოწმება. იგი აკონტროლებდა, თუ როგორ მიმდინარეობდა მზადება თამაშებისთვის, ყურადღებით უსმენდა მათ ანგარიშებს სტადიონის პროექტის შესრულებაზე, მშენებლობის და ექსპლუატაციაში გაშვების ჩათვლით. აკვირდებოდა ჩქაროსნული ტრასების  გამოცდას, ეცნობებოდა ყინულის შექმნის პროცესს, ტემპერატურას მათ ზედაპირზე.

„მოწინავე ტექნოლოგიები უნდა იყოს ეკოლოგიური, უსაფრთხო და მარტივი. ეს არის წარმატება!“ – განაცხადა მთავრობის მეთაური მისი თქმით პეკინში ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გამართვა არის საპატიო ვალდებულება, რომელიც კისრა ჩინეთმა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. „ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთს აქვს საკმარისი პოტენციალი ოლიმპიადის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის“, – განაცხადა მან.

ჩინეთის 2022–ოლიმპიადა გაიმართება სამ კლასტერში: პეკინში, იანცინში და ჩჯანცზიაკოუში.

დედაქალაქი უმასპინძლებს ტურნირებს ფიგურულ სრიალში, შორტ–ტრეკში, ჰოკეიში, კერლინგში, და ასევე მანდ ჩატარდება ოლიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალები.

იანცინი გახდება ტურნირების ჩატარების ადგილი ბობსლეიში, სათხილამურო სპორტში, სკელეტონში. ჩჯანცზიაკოუ – ბიატლონი, სათხილამურო ტუნირები, ტრამპლინიდა ხტუნვა, ფრისტაილი და სნოუბორდი.

ვინაიდან პეკინში უკვე გაიმართა ოლიმპიური თამაშები 2008 წელს, იგეგმება უკვე არსებული ობიექტების გამოყენება. წინა ოლიმპიადისთვის აშენდა უამრავი სასტუმრო და მსხვილი მედია ცენტრი. თუმცა, მიუხედაად ამისა, 2022 წლის გამოცხადებული ბიუჯეტი შეადგენს 3,9 მლრდ. დოლარს.

ჩინეთში მომზადდა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის კლიპი, რომელიც გადის სოციალური ქსელების CGTN-ის პლატფორმაზე. პლატფორმის წამყვანები, ცნობილი ბლოგერები, სპორტსმენები და მუსიკოსები ასრულებენ სიმღერას „ერთად საერთო მომავლისთვის“, – ასე ჟღერს ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ოფიციალური სლოგანი.

ეს არ არის მხოლოდ ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური 2022 წლის თამაშების ოფიციალური სლოგანი, არამეც მუსიკალური ესტაფეტის დასახელება. დეკემბრის დასაწყისში მთელი მსოფლიოდან ადამიანებმა მიიღეს გამოწვევა პეკინიდან ოლიმპიადისთვის მიძღვნილი სიმღერის შესრულებასთან დაკავშირებით. შედეგად, გამოვიდა მუსიკალური ჰიტი, სადაც ჟღერს ათობით მონაწილის ხმა სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან.

მუსიკალური ესტაფეტა დაიწყო 2021 წლის დეკემბერში. ჩაწერა ჩატარდა მსოფლიოს 10 ქალაქში – პეკინში, მოსკოვში, სანქტ–პეტერბურგში, ნიუ–იორკში, ლონდონში, პარიზში, მადრიდში, ნურსულთანში, ბუენოს–აირესში, პენხამოში, დაკარში და იერუსალიმში. მასში მიიღეს მონაწილეობა ჩინელი სპორტსმენები ჩენ ლუ, პან ცინი, ტუნ ძიანი, რუსული სპორტსმენი ევგენია მედვედევა, ყაზახი მომღერალი დიმაში კუდაიბერგენი, ამერიკელი მომღერალი ჰოლი ფლეკი და სხვა. ჩინეთის და უცხოურ მასმედიაში გამოჩნდა კლიპის ვერსია სხვადასხვა ენაზე. ასევე სოციალურ ქსელებში გაშვებული იქნება გამოწვევა ჰეშთეგით #Together for Beijing2022#.

ჩელენჯი ტარდება ჩინეთის მედიაკორპორაციის ინიციატივით და მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანების გაერთიანება და საუკეთესო სურვილების გამოხატვა პეკინის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების და მონაწილეების მისამართით.

ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის მფარველია პანდა ბინ დუნ დუნ და წითელი სანათი სიუე ჟუნ ჟუნ ელოდებიან სტუმრებს.

თანამედროვე ჩინურ ენაზე სიტყვა ბინგ-ს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პირველ რიგში ნიშნავს ყინულს და მასთან ერთად სიწმინდესა და ძალას. “დუნ დუნ” ნიშნავს ჯანმრთელ, ძლიერ და ხალისიანს. ასევე, ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება ბავშვებზე საუბრისას.

ახალი ოლიმპიური თილისმა არის ზამთრის სპორტის ელჩი, რომელიც სიხარულს ანიჭებს ოლიმპიადის მონაწილეებსა და მაყურებლებს. ის ახასიათებს სპორტსმენების სხეულის ძალას და ნებას.

ბინგ დუნ დუნ-ს აცვია ყინულის კოსტუმი, რომელიც კოსმოსურ სამოსს წააგავს. ასე გამოხატავენ ორგანიზატორები თავიანთ კავშირს ახალ ტექნოლოგიებთან და მომავალთან, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა. თავის ყინულის კოსტუმში პანდას შეუძლია ოლიმპიურ სპორტსმენებთან ერთად სრიალი, თხილამურები და სნოუბორდი.

კაშკაშა მრავალფეროვანი რგოლები სახის გარშემო წარმოადგენს უახლეს ყინულისა და თოვლის არენებს პეკინში, მოწყობილი მოწინავე ტექნოლოგიით. მარცხენა თათზე გულის სიმბოლოა ჩინეთის სტუმართმოყვარეობაზე ოლიმპიადის ყველა მონაწილისა და მაყურებლის მიმართ. ავტორი გახლდათ ცაო სუე.

პეკინი 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამოცხადებულმა გლობალურმა კონკურსმა მიიღო თილისმის 5800 ესკიზი არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. წინასწარი შერჩევა ჩინელმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გააკეთეს. ამის შემდეგ გუანჯოუს სახვითი ხელოვნების აკადემიისა და ჯილინის ხელოვნების უნივერსიტეტის ჟიურიმ შეადგინა საუკეთესო კანდიდატების სია. პანდას არჩევანი პეკინის თამაშების თილისმად საკმაოდ აშკარაა, რადგან გიგანტური პანდა ჩინეთის ეროვნული სიმბოლოა. პანდა ასევე იყო 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ხუთი თილისმიდან ერთ-ერთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *